Tag Archives: #ნავთობი

OPEC დეკემბერში წარმოებას გაზრდის

OPEC+ დეკემბერში დედგენილ გეგმას არ გადაუხვევს და  ნავთობის მოპოვებას კვლავ 400 ათასი ბარელით გაზრდის. ამის შესახებ ომანის ნავთობის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ალ-რუმჰიმ ADIPEC-ის კონფერენციის ფარგლებში განაცხადა. შეგახსენებთ, 1 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე OPEC-ის ქვეყნების მინისტრებმა, შესაძლოა, 2022 წლის 1 აგვისტოდან გენერალური მდივნის პოსტზე ქუვეითის წარმომადგენლის ჰეისამ ალ-გაისის კანდიდატურა განიხილონ.  

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.17 (- 0,70)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80,79 (- 0,80)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

OPEC-ის ახალი გენერალური მდივნის კანდიდატურა, შესაძლოა, დეკემბერში განიხილონ

1 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე OPEC-ის ქვეყნების მინისტრებმა, შესაძლოა, 2022 წლის 1 აგვისტოდან გენერალური მდივნის პოსტზე ქუვეითის წარმომადგენლის ჰეისამ ალ-გაისის კანდიდატურა განიხილონ. 2016 წლიდან ოპეკის გენერალური მდივნის პოსტს მოჰამედ ბარკინდო იკავებს. მისი უფლებამოსილების მეორე ვადა 2022 წლის ივლისში ეწურება. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, გენერალური მდივანი სამი წლის ვადით აირჩევა და მისი ხელახალი არჩევა მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. ჰეისამ ალ-გაისი OPEC-ში 2017 წლიდან ...

Read More »
ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

ევროკომისიამ 2021 წლისთვის Brent მარკის ნავთობის საშუალო წლიური ფასის პროგნოზი გაზარდა

ევროკომისიამ გაზარდა Brent მარკის ნავთობის საშუალო წლიური ფასის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 71,6 დოლარამდე/ბარელზე 68,7 დოლარიდან, ევროკომისიის შემოდგომის ეკონომიკურ პროგნოზზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „სავარაუდოდ,  ნავთობის ფასი გაიზრდება 2021 წლის 71,6 დოლარიდან/ბარელზე 2022 წელს 78,9 დოლარამდე/ბარელზე, ხოლო 2023 წელს შემცირდება 72,3 დოლარამდე/ბარელზე“, – ნათქვამია პროგნოზში. დოკუმენტის მიხედვით, საუბარია Brent  მარკის ნავთობზე. ევროკომისიის წინა პროგნოზის თანახმად, რომ Brent მარკის ნავთობი  მიმდინარე წელს ეღირება 68,7 ...

Read More »

ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.87 (+ 0,23)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.59 (+ 0,25)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 435.104 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 1,56 მილიონი ბარელით  და შეადგინა  212.703 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 2.61 მილიონი ბარელით და შეადგინა  124,509 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ...

Read More »

2021 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება 517 მილიონ ტონამდე გაიზრდება

2021 წელს რუსეთის ფედერაციაში გაზის მოპოვება გაიზრდება 12%-ით 777 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო ნავთობის მოპოვება  – 517 მილიონ ტონამდე. რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის ნიკოლაი შულგინოვის განცხადების თაობაზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მიმდინარე წელს ივარაუდება რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვების ზრდა 0,8%-ით – 517 მლნ ტონამდე, განაცხადა შულგინოვმა. სამინისტრო ასევე ელოდება ნახშირის მოპოვების ზრდას წლის შედეგებით 8%-ით 435 მლნ ტონამდე, ექსპორტის მატებას 5%-ით წლიური ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.64 (- 2,14)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.34 (- 2.81)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,17%-ით, 0,15 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 86,24 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

აშშ OPEC-ს ნავთობის მიწოდების გაზრდისკენ მოუწოდებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, აშშ-ს ადმინისტრაცია მუშაობს OPEC +-თან ნავთობის მიწოდების გასაზრდელად და მუშაობს ანტიმონოპოლიურ ხელისუფლებასთან ფასების ზრდის შესაჩერებლად. ”ჩვენ დავუკავშირდით სავაჭრო ფედერალურ კომისიას უკანონო ფასწარმოქმნის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით და ერთობლივად ვმოქმედებთ OPEC +-ის ქვეყნებთან და სტრუქტურებთან მიწოდების გაზრდის თემაზე,” -ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. აშშ-ში ბენზინის ფასმა 2014 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დემოკრატი სენატორების ...

Read More »