2021 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება 517 მილიონ ტონამდე გაიზრდება

2021 წელს რუსეთის ფედერაციაში გაზის მოპოვება გაიზრდება 12%-ით 777 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო ნავთობის მოპოვება  – 517 მილიონ ტონამდე. რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის ნიკოლაი შულგინოვის განცხადების თაობაზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

მიმდინარე წელს ივარაუდება რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვების ზრდა 0,8%-ით – 517 მლნ ტონამდე, განაცხადა შულგინოვმა.

სამინისტრო ასევე ელოდება ნახშირის მოპოვების ზრდას წლის შედეგებით 8%-ით 435 მლნ ტონამდე, ექსპორტის მატებას 5%-ით წლიური თვალსაზრისით. ნახშირის მიწოდების ძირითადი ზრდა მოსალოდნელია ევროპის ქვეყნებში – 7,5%-ით და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 3%-ით.

დეპარტამენტი პროგნოზირებს 2021 წელს რუსეთის ფედერაციაში ბენზინის წარმოების ზრდას 40 მილიონ ტონამდე, დიზელის საწვავის  – 80 მილიონ ტონამდე, განაცხადა შულგინოვმა.

Leave a Reply