გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1 მილიონი ბარელით გაიზარდა და შეადგინა 435.104 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები შემცირდა 1,56 მილიონი ბარელით და შეადგინა 212.703 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 2.61 მილიონი ბარელით და შეადგინა 124,509 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი ბარელით და შეადგინა 11,4 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.