Tag Archives: #ინფრასტრუქტურა

უკრაინული “ნაფტოგაზი” და “უკრენერგო” EBRD-ის დახმარებით 90 მილიონ ევროს მიიღებენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), კანადისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან ერთად, მხარს დაუჭერს უკრაინის ენერგეტიკულ ინდუსტრიას. ქვეყნები „ნაფტოგაზისა“ და „უკრენერგოს“ დასახმარებლად 36,5 და 54,4 მილიონ ევროს გამოყოფენ. „უკრაინის ეკონომიკის პრობლემების გადასაჭრელად, EBRD პრიორიტეტულად მიიჩნევს ვაჭრობის დაფინანსებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა და სურსათის უსაფრთხოებას, ასევე ფარმაცევტული კომპანიების ლიკვიდურობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში. კანადის მიერ გამოყოფილი თანხები ზამთრის სეზონამდე ...

Read More »

მაშველებმა თურქეთში, მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის დროს, ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ამ დრომდე გრძელდება და მასში 150 ადამიანია ჩართული.

Read More »

თურქეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ცნობით, 58 დაშავებულიდან 11 საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით 18:15 საათზე, მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის დროს, 300 და 350 მეტრის სიღრმეზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.

Read More »
ვის დაწყდება გული „თურქულ ნაკადზე“ და რა გეგმები აქვს თურქეთს

უკრაინა: რუსეთი, გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საბოტაჟისთვის ემზადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია თურქული ნაკადის გაზსადენის საბოტაჟისთვის ემზადება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარტნიორებს, გამოხატონ მტკიცე პოზიცია და საჯაროდ განაცხადონ, რომ გაზსადენ Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება არ მოხდება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გააფრთხილა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პროვოკაციების საბაბით, ...

Read More »

პოლონეთში “დრუჟბას” ნავთობსადენის მონაკვეთის შეკეთება დაიწყო

პოლონეთმა “დრუჟბას” ნავთობსადენის დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ Reuters იტყობინება პოლონეთის მთავრობის კომისარზე სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში, მატეუშ ბერგერზე დაყრდნობით. „მილსადენის სარემონტო სამუშაოები, რომლითაც რუსული ნავთობი გერმანიას მიეწოდებოდა, უკვე დაწყებულია, ასევე, პოლონეთს არ სჯერა, რომ ინციდენტი იყო დივერსია“, – განაცხადა მან. “ყველაფერი მიუთითებს ბუნებრივ მიზეზებზე, მატერიალურ პრობლემებზე, რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება ბზარის ადგილი. თუმცა, ამ დროისთვის ჩვენ არ ...

Read More »
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში

აზერბაიჯანმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ევროპაში 8,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანიდან თურქეთში, გაზის ექსპორტმა 6,1 მილიარდი, საქართველოში – 1,9 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ გაზის ექსპორტი 2022 წელს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,6 პროცენტით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, ...

Read More »

პუტინი – „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე აფეთქებები საერთაშორისო ტერორიზმის აქტია

„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებზე აფეთქებები საერთაშორისო ტერორიზმის აქტია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკის კვირის“ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. “ეჭვგარეშეა, რომ ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის აქტი, რომლის მიზანი მთელი კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების შერყევაა“, – აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, მოსკოვს შეუძლია გაზის ტრანზიტი „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან შავი ზღვისკენ გადაამისამართოს და თურქეთში ევროპული გაზის მთავარი კერა შეიქმნას. ...

Read More »

ორიხივში დაბომბვას ელექტროქსელის თანამშრომლები ემსხვერპლნენ

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორიხივში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული განმეორებითი დაბომბვის შედეგად, რაიონული ელექტროქსელის ორი თანამშრომელი დაიღუპა, ორი კი – დაშავდა. ისინი ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაზე მუშაობდნენ. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხი ავრცელებს. „შემაშფოთებელი ამბები ქალაქ ორიხივიდან. რაიონული ელექტრო ქსელის ორი თანამშრომელი, დიმიტრი სტარიჩენკო და რომან მელნიკი დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენის დროს, მტრის მიერ განმეორებითი დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. მაქსიმ იურჩენკო ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი პარტნიორებს მოუწოდებს, კიევს ენერგოინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარონ

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ განაცხადა, რომ 10 ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 30% რუსული რაკეტების სამიზნე გახდა. მინისტრმა CNN-ს განუცხადა, რომ ეს იყო „პირველი შემთხვევა ომის დაწყებიდან”, როდესაც „რუსეთი განსაკუთრებით მიზნად ისახავს” ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უკრაინის ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში, „ეხმარება ევროპის ქვეყნებს, დაზოგონ რუსული გაზი და ნახშირი“ და რომ უკრაინა ცდილობს, „სწრაფად ...

Read More »

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის „სამხედრო და ენერგეტიკული სისტემის ობიექტებზე დარტყმების მიზანი მიღწეულია“

უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკული სისტემის ობიექტებზე დარტყმების მიზანი მიღწეულია, ყველა განსაზღვრული ობიექტი დაბომბილია, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დღეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს მასობრივი დარტყმა შორი მანძილის მაღალი სიზუსტის საჰაერო და საზღვაო იარაღით სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ობიექტებზე და უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე. ყველა განსაზღვრული ობიექტი დაიბომბა“, – აღნიშნულია განცხადებაში. პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ...

Read More »