პოლონეთში “დრუჟბას” ნავთობსადენის მონაკვეთის შეკეთება დაიწყო

პოლონეთმა “დრუჟბას” ნავთობსადენის დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ Reuters იტყობინება პოლონეთის მთავრობის კომისარზე სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში, მატეუშ ბერგერზე დაყრდნობით.

„მილსადენის სარემონტო სამუშაოები, რომლითაც რუსული ნავთობი გერმანიას მიეწოდებოდა, უკვე დაწყებულია, ასევე, პოლონეთს არ სჯერა, რომ ინციდენტი იყო დივერსია“, – განაცხადა მან.

“ყველაფერი მიუთითებს ბუნებრივ მიზეზებზე, მატერიალურ პრობლემებზე, რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება ბზარის ადგილი. თუმცა, ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს დივერსიაზე”, – განაცხადა ბერგერმა. მისი სიტყვებით, გაჟონვა გამოწვეული იყო მილსადენში გაჩენილი “საკმაოდ დიდი” ბზარით.

Leave a Reply