პუტინი – „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე აფეთქებები საერთაშორისო ტერორიზმის აქტია

„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებზე აფეთქებები საერთაშორისო ტერორიზმის აქტია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკის კვირის“ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

“ეჭვგარეშეა, რომ ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის აქტი, რომლის მიზანი მთელი კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების შერყევაა“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, მოსკოვს შეუძლია გაზის ტრანზიტი „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან შავი ზღვისკენ გადაამისამართოს და თურქეთში ევროპული გაზის მთავარი კერა შეიქმნას.

„ჩრდილოეთის ნაკადების მეშვეობით ტრანზიტის დაკარგული მოცულობა, ბალტიის ზღვის ფსკერის გასწვრივ, ჩვენ ასევე შეგვიძლია გადავიტანოთ შავი ზღვის რეგიონში, ამით კი ჩვენი საწვავისა და გაზის ევროპისთვის მიწოდების მთავარ მარშრუტად თურქეთის გავლით მარშრუტი ვაქციოთ და თურქეთში ევროპის უმსხვილესი გაზის კერა შექმნით, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდებიან ამით“, – აღნიშნა პუტინმა.

 

Leave a Reply