Tag Archives: #გაზი

იტალიური Eni კონგოში, მეორე მცურავი LNG ტერმინალის აშენებას აპირებს

იტალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Eni-მ, კონგოში, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებისთვის მეორე მცურავი ქარხნის მშენებლობა დაგეგმა, რომლიც სიმძლავრეც წელიწადში 2,4 მილიონი ტონა იქნება. ახალი ქარხნის წყალობით, პროექტის ფარგლებში LNG წარმოება ყოველწლიურად 2025 წლისთვის 3 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ვებგვერდი ავრცელებს, რომელიც უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. „Eni-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს Wison Heavy Industry-თან მცურავი LNG ტერმინალის მშენებლობასა და მონტაჟზე, რომლის ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გაზსაცავის მშენებლობაზე მთავრობამ უარი განაცხადა და ახალ, უფრო იაფ პროექტს ამუშავებს

გაზსაცავის მშენებლობის საკითხი მთავრობისთვის აქტუალური არ არის. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იმ ფორმით, როგორც პროექტის განხორციელება იგეგმებოდა, თანამედროვე სტანდარტისთვის მიუღებელია, რის გამოც გადაწყვეტილება კრიტიკას ნაკლებად იმსახურებს. გაზსაცავის ალტერნატივად ენერგეტიკოსების ნაწილი ტანკერს მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ანალოგიური სისტემა განვითარებულ ქვეყნებში მაღალ დოენზეა დანერგილი და ეს ჩვენს რეალობაში შეიძლება სამომავლოდ იქნას გათვალისწინებული. იმ ფონზე, როცა სახელმწიფოში ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად 200 მილიონი გამოიძებნა და ...

Read More »

რუმინეთი გახდება ევროკავშირის მეოთხე ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს

რუმინეთი გახდება ევროკავშირის შემდეგი ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს. „ამგვარად, ევროკავშირის უკვე ოთხი ქვეყანა მიიღებს „ლურჯ“ საწვავს აზერბაიჯანიდან“, –  ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა წლის შედეგების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, წელს კიდევ უფრო გაიზარდა აზერბაიჯანის როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამგვარად, 18 ივლისს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ახალი წლიდან გერმანიაში მომხმარებლებს გაზი 112%-ით გაუძვირდებათ

გერმანელ მომხმარებლებს 2023 წლიდან ბუნებრივ აირზე და ელ-ენერგიაზე გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევთ, მიუხედავად ხელისუფლების მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომელიც მიმართული იყო ენერგიაზე ფასის ზრდის შესაკავებლად. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt წერს. მისი მონაცემებით, საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც წლიურად 20 ათას კუბურ მეტრზე მეტ გაზს მოიხმარენ, იანვრიდან მოუწევთ საშუალოდ 2756 ევროს გადახდა, ნაცვლად 1457 ევროსი, რაც 112%-იანი მატებაა 2021 წლის შემოდგომასთან ...

Read More »

თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა

თურქეთმა საბურღი გემის დახმარებით შავ ზღვაში, 3023 კმ სიღრმეზე ახალი დიდი გაზის საბადოაღმოაჩინა. Report-ის თურქული ბიუროს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის მარაგი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შავ ზღვაში 710 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა და შეფასებულია ერთ ტრილიონ დოლარად. „გაზის მარაგმა სულ 710 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, ჩვენი საბურღი გემის „ფათიჰის“ მიერ გაზის ახალი მარაგის აღმოჩენის წყალობით“, – ...

Read More »

„ნავთობისა და გაზის გარეშე არ დარჩებით“: ერაყი მზადა მიაწოდოს იტალიას „რაც მას სჭირდება“

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შია ალ-სუდანიმ თავის იტალიელ კოლეგას, ჯორჯა მელონს მოუწოდა, დაამყაროს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში. ამის შესახებ ერაყის საინფორმაციო სააგენტო INA იტყობინება. მელონი, ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკის ხელმძღვანელი, თავის პირველ მოგზაურობას ევროპის ფარგლებს გარეთ აკეთებს. ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებების დროს განაცხადა: „ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, წყალმომარაგებისა და ჯანდაცვის ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

რუსეთის ვიცე-პრემიერი: აზერბაიჯანში გაზის დეფიციტია

რუსეთი აზერბაიჯანთან შეთანხმდა გაზის მიწოდების გაზრდაზე მისი შიდა მოხმარებისთვის, სამომავლოდ, შესაძლოა, სვოპ მიწოდებაზეც განიხილოს, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა TASS-თან ინტერვიუში. “აზერბაიჯანთან არის შეთანხმება მიწოდების გაზრდის შესახებ, რადგან მათ ჯერ კიდევ აქვთ გაზის დეფიციტი. მომავალში, როცა გაიზრდება გაზის მოპოვება, ჩვენ შევძლებთ ვიმსჯელოთ სვოპებზე”, – განაცხადა მან. ნოვაკმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი განიხილავს ყაზახეთისა და უზბეკეთის შიდა ბაზრებზე გაზის მიწოდების ზრდას ...

Read More »

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მდინარე სუფსაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 მმ განშტოების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად, მდინარე სუფსაზე, ნაპირსამაგრი სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა, რაც 800 მეტრი სიგრძის ახალი კალაპოტის მოწყობას გულისხმობდა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ოქტომბერში მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 34-ე კილომეტრზე, სოფელ ძიმითთან, ნაპირი მორეცხა, მილსადენის 130 მეტრიანი სექცია წყალში ...

Read More »

რატომ შეიძლება თქვას საქართველოს მთავრობამ გაზსაცავის პროექტზე უარი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდი ზომის გაზსაცავის პროექტის განხორციელებაზე სავარაუდოდ, უარს იტყვის. მისივე თქმით, ამ პროექტის ნაცვლად, მთავრობა მცირე ზომის გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობაზე მსჯელობს და გაზსაცავის პარალელურად, განიხილება გათხევადებული გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის საკითხიც. Europetime-ს საქართველოს ენერგეტიკული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ექსპერტმა მურმან მარგველაშვილმა განუცხადა, რომ შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტროს ამ განცხადების საფუძველი შესაბამისი კვლევებია. „რადგან ეკონომიკის მინისტრის ...

Read More »
ბულგარეთმა ირანული გაზის იმპორტი, შესაძლოა სომხეთისა და საქართველოს გავლით განახორციელოს

ბულგარეთი თურქეთთან გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს

სოფია აგრძელებს მოლაპარაკებებს ანკარასთან, რათა თურქული LNG ტერმინალის სიმძლავრე მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაღებად გამოიყენოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განუცხადა. მინისტრის თქმით, ბულგარეთში LNG-ის შესყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის, მაგრამ არის პრობლემა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელია მისი გადმოტვირთვა. ამჟამად ბულგარეთი იყენებს Revitussa LNG ტერმინალს საბერძნეთში. „ეს ტერმინალი ძალიან დატვირთულია. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრე“, – ...

Read More »