რუსეთი აზერბაიჯანთან შეთანხმდა გაზის მიწოდების გაზრდაზე მისი შიდა მოხმარებისთვის, სამომავლოდ, შესაძლოა, სვოპ მიწოდებაზეც განიხილოს, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა TASS-თან ინტერვიუში.
“აზერბაიჯანთან არის შეთანხმება მიწოდების გაზრდის შესახებ, რადგან მათ ჯერ კიდევ აქვთ გაზის დეფიციტი. მომავალში, როცა გაიზრდება გაზის მოპოვება, ჩვენ შევძლებთ ვიმსჯელოთ სვოპებზე”, – განაცხადა მან.
ნოვაკმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი განიხილავს ყაზახეთისა და უზბეკეთის შიდა ბაზრებზე გაზის მიწოდების ზრდას ამ ტიპის საწვავის მოხმარების გაზრდის ფონზე.
გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია თავისი ბუნებრივი გაზი გაგზავნოს ავღანეთისა და პაკისტანის ბაზრებზე.
წყარო: bfm.ge