„ნავთობისა და გაზის გარეშე არ დარჩებით“: ერაყი მზადა მიაწოდოს იტალიას „რაც მას სჭირდება“

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შია ალ-სუდანიმ თავის იტალიელ კოლეგას, ჯორჯა მელონს მოუწოდა, დაამყაროს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში. ამის შესახებ ერაყის საინფორმაციო სააგენტო INA იტყობინება.

მელონი, ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკის ხელმძღვანელი, თავის პირველ მოგზაურობას ევროპის ფარგლებს გარეთ აკეთებს.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებების დროს განაცხადა:

„ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, წყალმომარაგებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

მან ერაყში მიიწვია „კომპანიები, რომლებიც სპეციალიზებული არიან ინფრასტრუქტურასა და ასევე გაზის წარმოებაში“.

იტალიური ნავთობკომპანია Eni ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევს და აწარმოებს ნავთობს ერაყში. მისი პროგრამის ნაწილი მოიცავს “ასოცირებული გაზის გამოყენებას ელექტროენერგიის წარმოებისთვის”, ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე.

ერაყი ნავთობით მდიდარია, მაგრამ არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ფართო კორუფციაა და უმუშევრობა.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply