Tag Archives: #აზერბაიჯანი

შაჰ-დენიზიდან თურქეთში გაზის მიწოდება დროებით შეჩერდება

აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ გაზის კონდენსატის საბადოდან, თურქეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წლის აგვისტოში შეჩერდება. ამის შესახებ  თურქეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის BOTAŞ-ის განცხადებაშია ნათქვამი. „2022 წლის 14-დან 28 აგვისტომდე შაჰ-დენიზი-თურქეთის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენზე დაგეგმილი რემონტის გამო, ტურკგოზუს შესასვლელი პუნქტიდან ეროვნული გაზის გამანაწილებელი ქსელის გაზის მიწოდება 14 დღის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. გაზის გამანაწილებელ ეროვნულ ქსელში მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე პრობლემები გეგმიური რემონტის გამო მოსალოდნელი ...

Read More »

შესაძლოა თუ არა, აზერბაიჯანი ევროკავშირის ალტერნატიული მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული გაუმართლებელი ომის შემდეგ, ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გაზზე საკუთარი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეამციროს. ივნისიდან დღემდე ევროკავშირში რუსული ენერგოექსპორტი 60%-ით შემცირდა. ევროპაში რუსული გაზის უმნიშვნელოვანესი სადენის – ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის დაკეტვამ ასევე გაამძაფრა მოლოდინები, რომ კრემლმა შესაძლოა, ევროკავშირში ბუნებრივი აირის ექსპორტი სრულად შეწყვიტოს. ევროკომისიის ერთ-ერთი ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთის მიერ ენერგომომარაგების ბერკეტად გამოყენების ფონზე, ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი ენერგიის ...

Read More »

2026 წლისთვის აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის წილი 24%-ს მიაღწევს

აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის წყაროების წილი წარმოების სიმძლავრეში 2026 წლისთვის 24%-ს მიაღწევს. აზერბაიჯანული Report-ის ცნობით, ააღნიშნულის შესახებ ნათქვამია „აზერბაიჯანის 2022-2026 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში“, რომელიც დამტკიცებულია პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ხსენებული 2030 წლისთვის 30%-ის (განახლებადი ენერგიის წყაროების წილის) მიღწევის მიზანს შეესაბამება.

Read More »

აზერბაიჯანული გაზით ჩეხეთიც დაინტერესდა

ჩეხეთი დაინტერესებულია გაზზე წვდომით ისეთი სანდო პარტნიორისგან, როგორიც აზერბაიჯანია. ABC.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანში ჩეხეთის ელჩმა მილან სედლაჩეკმა Trend-თან ინტერვიუში განაცხადა. „18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამავე დროს, ევროკომისია, ისევე როგორც ცალკეული ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპული ენერგეტიკული ...

Read More »

ილჰამ ალიევმა როვშან ნაჯაფი SOCAR-ის ახალ პრეზიდენტად დანიშნა

როვშან ჩინგიზ ოღლუ ნაჯაფი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. პრეზიდენტის კიდევ ერთი ბრძანებით როვშან ნაჯაფი სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტად დაინიშნა.

Read More »

აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს ხელი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში 18 ივლისს ჩავიდა. „ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, გაზის მიწოდების გაზრდაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ათზე მეტი წლის წინ მოეწერა ხელი. ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკული ...

Read More »

მ/წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან 1,6-ჯერ გაიზარდა

2022 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანიდან დეკლარირებული ნავთობის ექსპორტმა შეადგინა 12 მლ 915 ​​ათას 622,66 ტონა, რაც 4,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, სააგენტო „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების სააგენტო”. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტირებული ნავთობის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 9 მლრდ 361 მლნ 250,13 ათასი დოლარი. ნავთობის წილმა მთლიანი ექსპორტის სტრუქტურაში 2022 წლის იანვარ-ივნისის თვეებში შეადგინა 50,66%. აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანული ნავთობის მყიდველი ...

Read More »

აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება – სერბეთის ექსპრეზიდენტი

აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება. ამის შესახებ სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა Trend-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „დღეს აზერბაიჯანი ხდება ბევრად უფრო ღირებული ენერგეტიკული პარტნიორი. TANAP-ისა და TAP-ის მშენებლობით აზერბაიჯანი მომავალში ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, – განაცხადა ტადიჩმა. ექს-პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ სერბეთს აზერბაიჯანთან გაზის შესახებ შეთანხმება ჯერ არ გაუფორმებია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ...

Read More »

აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოს ესტუმრება

აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბაქოს ესტუმრება. გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქში ასევე მიემგზავრება ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, კადრი სიმსონიც. „რუსეთის მიერ ენერგომომარაგების უწყვეტი შეიარაღების ფონზე, ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიცირება ევროკავშირის პრიორიტეტია. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და კომისარი კადრი სიმსონი აზერბაიჯანში იქნებიან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში. ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა გარიგება აზერბაიჯანთან, რათა ...

Read More »

ევროკავშირი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად აზერბაიჯანთან შეთანხმებას ამზადებს

რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროკავშირი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვის გაზრდას აპირებს. Reuters-ის ცნობით, ამ მიზნით, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა ბაქოსთან შეთანხმების გაფორმება, რომელიც ითვალისიწინებს აზერბაიჯანის მიერ გაზის წარმოების გაფართოებას და მილსადენის ქსელის ზრდას. “მხარეები ცდილობენ ხელი შეუწყონ ბუნებრივი აირით ვაჭრობას, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტის გზით, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით მინიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ოდენობით ყოველწლიურად 2027 წლამდე”, – ციტირებს ...

Read More »