მ/წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან 1,6-ჯერ გაიზარდა

2022 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანიდან დეკლარირებული ნავთობის ექსპორტმა შეადგინა 12 მლ 915 ​​ათას 622,66 ტონა, რაც 4,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, სააგენტო „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების სააგენტო”.

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტირებული ნავთობის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 9 მლრდ 361 მლნ 250,13 ათასი დოლარი.

ნავთობის წილმა მთლიანი ექსპორტის სტრუქტურაში 2022 წლის იანვარ-ივნისის თვეებში შეადგინა 50,66%.

აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანული ნავთობის მყიდველი იყო 24 ქვეყანა. მათ შორის, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, ტრადიციულად, მთავარ მყიდველად რჩება იტალია, რომლიუს წილზეც მოვიდა 2022 წლის იანვარ-ივნისში „შავი ოქროს“ ექსპორტის 39,3%. იტალიის გარდა, TOP-3 მყიდველებს შორის შევიდნენ ისრაელი და ინდოეთი.

Leave a Reply