აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს ხელი.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში 18 ივლისს ჩავიდა.

„ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, გაზის მიწოდების გაზრდაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ათზე მეტი წლის წინ მოეწერა ხელი. ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა და დღესაც გრძელდება სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში. ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და სამხრეთ გაზის დერეფანი ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – წერს აზერბაიჯანული მედია.

Leave a Reply