2026 წლისთვის აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის წილი 24%-ს მიაღწევს

აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის წყაროების წილი წარმოების სიმძლავრეში 2026 წლისთვის 24%-ს მიაღწევს.

აზერბაიჯანული Report-ის ცნობით, ააღნიშნულის შესახებ ნათქვამია „აზერბაიჯანის 2022-2026 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში“, რომელიც დამტკიცებულია პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ.

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ხსენებული 2030 წლისთვის 30%-ის (განახლებადი ენერგიის წყაროების წილის) მიღწევის მიზანს შეესაბამება.

Leave a Reply