სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ (თელმიკო) „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ მოთხოვნათა დარღვევისათვის სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება დაეკისრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაფრთხილების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის პერიოდის ცვლილების თაობაზე „თელმიკომ“ არ უზრუნველყო მომხმარებლის ოფიციალური ინფორმირება. მიმდინარე წლის თებერვალში, „თელმიკოს“ წინააღმდეგ განცხადებით სემეკს მიმართა მომხმარებელმა, რომელმაც საჩივარში მიუთითა, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის ცვლილების, ...
Read More »