ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებს ე.წ. რბილი ძალის გამოყენების მაგალითად მიიჩნევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და 2021 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს, 18 აპრილს გამოქვეყნდა.
“დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას”, – ასე აფასებს სუსი საპროტესტო მოძრაობას.