დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 20 აპრილს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ფანასკეტრელი-ციციშვილის, შარტავას, გაგარინის, ჩერქეზიშვილის, იმედაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და ისაკაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომი I მიკრორაიონის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) და 26 მაისის მოედნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპიროს, ფოთის, ყიფიანის, ქუთაისის, ბაგრატიონის, სამტრედიის, ცაბაძის, და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანას მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მუხიანის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Leave a Reply