„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორმა” (ესკო) 2022 წლის I კვარტლის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემები გამოაქვეყნა.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის I კვარტალში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავეს 2 მილიარდ 991 მილიონ 600 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის I კვარტალში გამომუშავებულს 38.4%-ით აღემატება.
2022 წლის I კვარტალში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 70.7%-ით (849.7 მლნ კვტ.სთ-დან 1450.7 მლნ კვტ.სთ-მდე) არის გაზრდილი, ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელენერგიის მოცულობა კი 17.8%-ით (1291.5 მლნ კვტ.სთ-დან 1521.8 მლნ კვტ.სთ-მდე). ქართლის ქარის სადგურმა 2022 წლის I კვარტალში შარშანდელთან შედარებით 3.7%-ით შეამცირა (19.8 მლნ კვტ.სთ-დან 19.1 მლნ კვტ.სთ-მდე) გამომუშავება.
მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა 2021 წლის I კვარტალთან შედარებით გაზრდილია 12.8%-ით – 3 477.4 მლნ კვტ.სთ-დან 3924.2 მლნ კვტსთ-მდე.
სხვაობა გამომუშავებული და მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტრონერგიის მოცულობებს შორის შეივსო იმპორტირებული ელექტრონერგიით, რომლის მოცულობაც წინა წლის I კვარტალთან შედარებით 23,9%-ით არის შემცირებული – 1437.7 მლნ კვტ.სთ-დან 1094.4 მლნ კვტ.სთ-მდე.
საქართველოს მიერ მოხმარებული ელექტრონერგიის მოცულობაში ცალკე აღებული ოკუპირებული აფხაზეთის წილი შეადგენს 25.2% (987.7 მლნ კვტ.სთ). შარშან I კვარტალში ეს მაჩვენებელი 26.4%-ს (919.0 მლნ კვტ.სთ) შეადგენდა.
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ ცალკე აღებულ ოკუპირებულ აფხაზეთში I კვარტალში 7.5%, დანარჩენ საქართველოში კი 14.8% შეადგინა.
ოკუპირებული აფხაზეთის მიერ მოხმარებულ ელექტრონერგიის მოცულობაში რუსეთიდან იმპორტირებულის ოდენობა მთელი მოხმარების 71% ანუ 652.1 მლნ კვტსთ-ია, რაც რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მთელი წლისთვის შეთანხმებული მოცულობაზე (660 მლნ კვტ.სთ) მხოლოდ 7.9 მლნ კვტსთ-ით ნაკლებია
წყარო: ipress.ge