რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 31,6%-ით გაიზარდა

კერძოდ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, მარტში რუსეთიდან დენის იმპორტმა 323.858 მლნ კვტ/სთ შეადგინა, მაშინ როცა ამ მაჩვენებელმა თებერვალში – 221.488 მლნ კვტ/სთ, ხოლო იანვარში – 291.493 მლნ კვტ/სთ შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მარტში რუსეთიდან იმპორტირებული 323.858 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიიდან 191.120 მლნ კვტ/სთ დენი აფხაზეთის უზრუნველყოფას მოხმარდა.

ამასთან, გასულ თვეში საქართველოში დენის იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან (4.717 მლნ კვტ/სთ) და სომხეთიდან (2.475 მლნ კვტ/სთ).
წყარო: bpn

Leave a Reply