საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანის ახალ პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ემანუელ მაკრონმა ირანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ბირთვული საქმიანობა, რომელსაც ის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევით ახორციელებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ირანს, სწრაფად განაახლოს მოლაპარაკებები ვენაში, რათა შეთანხმება გაფორმდეს. 5 აგვისტოს ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ დიპლომატიურ ...
Read More »