ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა აშშ-ს მოუწოდა, შეასრულოს ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გააუქმოს დაწესებული სანქციები შესაბამისი გადამოწმების საფუძველზე.
რაისის თქმით, აშშ და ევროპული ქვეყნები გარიგების მხარეები არიან და მათ უნდა შეასრულონ 2015 წელს გაცემული დაპირებები.
ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირველ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს დიპლომატიურ მცდელობებს ბირთვული შეთანხმების განახლებისთვის და სანქციების მოხსნა მოითხოვა.