Tag Archives: #ელექტრომანქანა

Tesla-ს შეძენა ბიტკოინით იქნება შესაძლებელი

კომპანია Tesla Inc-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილების შეძენა ბიტკოინით არის შესაძლებელი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.  როგორც მასკმა „ტვიტერში“ დაწერა, ბიტკოინი, რომლითაც მანქანის შეძენა მოხდება, იქნება შენახული როგორც ბიტკოინი და ქაღალდის ვალუტაში მისი კონვერტაცია არ მოხდება. დაახლოებით ერთი თვის წინ Tesla-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან 1,5 მლრდ. დოლარის ღირებულების ბიტკოინები შეიძინა. ამ განცხადებების შემდეგ ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად გაიზარდა.

Read More »

ელექტრომანქანები უფრო მეტ წიაღისეულ საწვავს მოიხმარენ, ვიდრე ჩვეულებრივი მანქანები?

ელექტრომანქანები ხშირად წარმოდგენილია როგორც “არაბინძურებელი” ან “ნულოვანი ემისიის მქონე” მანქანებად. მაგრამ ისინი შეიძლება სულაც არ იყვნენ შიგაწვის ძრავიან მანქანებზე ნაკლებად დამაბინძურებლები! გარემოზე მათი ზემოქმედების შესაფასებლად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: როგორ გენერირდება ელექტრომობილებისთვის საჭირო ელექტროენერგია? მართალია ელექტრომობილები უშუალოდ არ აბინძურებენ გამონაბოლქვით გარემოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ხშირად გარემოსთვის არც თუ ისე უსაფრთხო გზებით გენერირდება: მსოფლიოში ელექტროენერგიის ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

“Tesla-ს თითო აქციის ღირებულება $3000 მიაღწევს”

ქეისი ვუდსის Ark Invest Management-ის თანახმად, Tesla–ს აქციები 2025 წლისთვის, ამჟამინდელი $655-დან $3000-მდე გაიზრდება, რაც კომპანიის ღირებულებას თითქმის $3 ტრილიონამდე გაზრდის. Ark-ის პორგნოზით, Tesla– ს 50%–იანი შანსი აქვს იმისთვის, რომ მომავალ 5 წელში სრულად ავტონომიურ მართვის სისტემას მიაღწიოს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს სწრაფად შეაფასოს რობოტაქსის დაგეგმილი მომსახურება. Ark-მა ამ პროგნოზში Tesla-ს დადაზღვევო ბიზნესიც გაითვალისწინა. კომპანიის გათვლებით, შეთავაზება მომდევნო რამდენიმე წელიწადში ...

Read More »

Tesla-მ შესაძლებელია ელექტრომობილების ბაზრის დომინანტის როლი დაკარგოს

Tesla, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დომინირებდა ელექტრომობილების ბაზარზე, პოზიციების დაკარგვას იწყებს. მსხვილი საავტომობილო მწარმოებლები, რომლებმაც თავის დროზე სათანადოდ ვერ შეაფასეს აღნიშული ბაზრის შესაძლებლობები და რამდენიმე წელი დაკარგეს, გონს მოეგნენ და აქტიურად იწყებენ შეტევას. The Wall Street Journal–ის თანახმად, ბაზრის უახლესი მონაცემების მიხედვით, აშშ–ში Ford Motor Co. დაიკავებს Tesla–ს ბაზრის წილს. კორპორაციამ ცოტა ხნის წინ გამოუშვა პირველი ელექტრომანქანა Mustang Mach-E. ევროპაში, ...

Read More »

მსოფლიო ელექტრომობილებზე მასობრივ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

გასული წლის განმავლობაში, მსოფლიოში ელექტრომობილების გაყიდვები 43% -ით გაიზარდა. შიგა წვის ძრავის მანქანებთან საფასო პარიტეტი 2023–2025 წლებისთვისაა მოსალოდნელი. ელექტრომობილების მფლობელების ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, მათ 91%-ს არ სურს შიგა წვის ძრავის მქონე მანქანებზე დაბრუნება. ყველაზე შთამბეჭდავი მაჩვენებელი ნორვეგიას აქვს: ელექტრომობილების წილმა ქვეყანაში გასულ წელს გაყიდული ყველა მანქანიდან 54% შეადგინა. მაშინ როდესაც, გერმანიაში ელექტრომობილების წილმა (ჰიბრიდების ჩათვლით) 2020 წლის ბოლოს მხოლოდ 25% ...

Read More »

თუ Tesla ელექტრომობილების Apple-ია, Volkswagen-ს შეუძლია იყოს Samsung

”ნება მომეცით დავიწყო ცხადიდან: ელექტრონულმა მობილობამ რბოლაში გაიმარჯვა” – ამბობს Volkswagen- ის აღმასრულებელი დირექტორი ჰერბერტ დისი. ”ეს არის ერთადერთი გზა გამონაბოლქვის შესამცირებლად.” დისი ამ სიტყვით VW- ის ღონისძიებაზე გამოვიდა, რომელსაც “Power Day” ეწოდა. კომპანიამ ღონისძიებაზე დიადი გეგმების შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად გეგმავს Tesla-ს აჯობოს და ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი გახდეს მსოფლიოში. ნაცვლად მანქანების, დიზაინის ან მომხმარებლისთვის საინტერესო სხვა მახასიათებლების შესახებ მსჯელობისა, ...

Read More »

Rolls-Royce მსოფლიოში ყველზე სწრაფ ელექტროთვითმფრინავს გამოცდის

კომპანია Rolls-Royce-მა მთლიანად ელექტრო, ერთძრავიანი თვითმფრინავი შექმნა, რომელიც შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს, როგორც ყველაზე სწრაფი ელექტრო თვითმფრინავი მსოფლიოში, ამის შესახებ techcult წერს. ახალი თვითმფრინავის შესაქმნელად, კონცეფცია კომპანია Rolls-Royce-მა 2019 წელს წარმოადგინა, რითაც სიჩქარის რეკორდის მოხსნაზე განაცხადი გააკეთა. კერძოდ თვითმფრინავის ძრავი საათში 338 კილომეტრზე მეტს განავითარებდა. ამ სიჩქარეს, ამ დრომდე 2017 წელს Siemens-ის მიერ შექმნილი ავტომანქანა ანვითარებს. თვითმფრინავი, ახალ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რაც ავიალაინერებს ელექტრო ძრავაზე გადაყვანას გულისხმობს. თვითმფრინავის ძრავი ...

Read More »

Aston Martin ელექტრო მანქანას გაერთიანებულ სამეფოში შექმნის

Aston Martin თავის ახალი ელექტრო მაქანის შექმნას 2025 წლიდან დიდ ბრიტანეთში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის უმსხვილესმა აქციონერმა Financial Times-ს განუცხადა. ლოურენს სტროლის თქმით, კომპანია  ელექტრო სპორტულ მანქანას და ფურგონს ინგლისისა და უელსის ქარხნებში დაამზადებს. ფირმას, შესაძლოა, ბატარეები Mercedes-Benz-მა მიაწოდოს, თუმცა ბრიტანული ბრენდი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. კომპანიის დაპირება, მანქანების გაერთიანებულ სამეფოში აწყობის შესახებ Brexit– ით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების შემდეგ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, ...

Read More »

წელს ელექტრომობილების მწარმოებელთა აქციების 50%-იან ზრდას ელოდებიან

ელექტრომობილების მწარმოებელთა აქციები მიმდინარე წელს შესაძლოა 50%-ით გაიზარდოს. ამას Wedbush-ის ანალიტიკოსი დენიელ ივსი პროგნოზირებს, რომელსაც მიაჩნია, რომ ელექტრომობილების ბაზარზე ჯერ კიდევ დიდი სივრცეა დარჩენილი და Tesla-ს ეს ინდუსტრია სრულად არ უკავია. „ვფიქრობ, საკმაოდ დიდია ოკეანე ერთზე მეტი ნავისთვის. ეს მხოლოდ Tesla-ს მსოფლიო არ არის“, – განაცხადა ანალიტიკოსმა. მისივე თქმით, მოსალოდნელია, ელექტრომობილების ინდუსტრია მომდევნო ათი წლის განმავლობაში $5 ტრილიონამდე გაიზარდოს. 2020 ...

Read More »

რატომ ვერ იქცა ელექტრომობილი პოპულარულ ტრანპორტად

მთავრობის მხრიდან გაწეული ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიუხედავად, ინტერესი ამ ტიპის ავტომობილის მიმართ ჯერ ისევ დაბალ დონეზეა. ამის მიზეზად სპეციალისტები ელექტრომობილის შენახვის მაღალ ხარჯს მიიჩნევენ. როგორც ტრანსპორტის სფეროს ექსპერტი, ავტოიმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, დენზე მომუშავე ავტომობილების დასამუხტი სადგურები ფასიანი ხდება, მომსახურება კი წუთობრივად განისაზღვრება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მისი თქმით, ფასი ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც ჰიბრიდული მანქანებისთვის საჭირო ბენზინის ღირებულებაა. მისი თქმით, დენზე მომუშავე ავტომობილების ...

Read More »