Aston Martin ელექტრო მანქანას გაერთიანებულ სამეფოში შექმნის

Aston Martin თავის ახალი ელექტრო მაქანის შექმნას 2025 წლიდან დიდ ბრიტანეთში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის უმსხვილესმა აქციონერმა Financial Times-ს განუცხადა.

ლოურენს სტროლის თქმით, კომპანია  ელექტრო სპორტულ მანქანას და ფურგონს ინგლისისა და უელსის ქარხნებში დაამზადებს.

ფირმას, შესაძლოა, ბატარეები Mercedes-Benz-მა მიაწოდოს, თუმცა ბრიტანული ბრენდი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

კომპანიის დაპირება, მანქანების გაერთიანებულ სამეფოში აწყობის შესახებ Brexit– ით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების შემდეგ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამასთან, ქვეყანა ელექტრომობილების ირგვლივ რეგულაციებშიც ლიდერა. გაერთიანებული სამეფო 2030 წლისთვის  ბენზინისა და დიზელის ახალი მანქანების გაყიდვის სრულად აკრძალვას გეგმავს.

Leave a Reply