Tag Archives: #ირანი

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, აშშ ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნას დათანხმდა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, აშშ ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნას დათანხმდა. ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაჰმუდ ვაეზის განცხადებით, ვენაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, აშშ ირანის წინააღმდეგ ათასზე მეტ სანქციას მოხსნის. სანქციების მოხსნა ასევე შეეხება სადაზღვევო სფეროს, ბანკებს და ზღვაოსნობას. თეირანში აცხადებენ, რომ ასევე მოიხსნება რამდენიმე პერსონალური სანქცია, მათ შორის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით, ავსტრიის დედაქალაქში ირანს და საერთაშორისო ...

Read More »

ირანის პრეზიდენტი აშშ-ს ბირთვული შეთანხმების შესრულებისკენ მუწოდებს

ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა აშშ-ს მოუწოდა, შეასრულოს ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გააუქმოს დაწესებული სანქციები შესაბამისი გადამოწმების საფუძველზე. რაისის თქმით, აშშ და ევროპული ქვეყნები გარიგების მხარეები არიან და მათ უნდა შეასრულონ 2015 წელს გაცემული დაპირებები. ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირველ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს დიპლომატიურ მცდელობებს ბირთვული შეთანხმების განახლებისთვის და სანქციების მოხსნა მოითხოვა.

Read More »

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებები განახლდება

ირანსა და გლობალურ მოთამაშეებს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებები განახლდება. ჩინელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი და ბრიტანელი დიპლომატები ირანის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ შეთნხმების ყველა დოკუმენტი თითქმის მზადაა. მხარეებს შორის 2015 წელს გაფორმდა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანისთვის სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წელს შეთანხმებიდან ...

Read More »

ირანის ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა ავარიულად შეაჩერა

ირანის ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა ავარიულად შეაჩერა. ირანის სახელმწიფო ელექტროკომპანიის წარმომადგენელმა, ღოლამალი რახშანიმეჰრმა თქვა, რომ ბუშერის ატომური ელექტროსადგური 19 ივნისს გაჩერდა და ამ რეჟიმში სამი ან ოთხი დღის განმავლობაში იქნება. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. ირანის ხელისუფლების წარმომადგენელს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ატომური ელექტროსადგურის გაჩერებამ შესაძლოა, ელექტროენერგიის გამორთვა გამოიწვიოს. ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ავარიული გამორთვის შესახებ ირანმა პირველად განაცხადა. ბუშერის სადგური ირანმა, რუსეთის დახმარებით, 2011 წელს ...

Read More »

ირანი მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ზრდის მამოძრავებელი გახდება

სანქციების მოხსნის შემთხვევაში ირანი შეიძლება გახდეს მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ზრდის მთავარი მამოძრავებელი, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ივნისის თვის პროგნოზზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტოს გათვლებით, თუ ირანის ბირთვული შეთანხმება უახლოეს კვირებში განახლდება, ირანს შეეძლება ნავთობის მოპოვების გაზრდა 750 ათასი ბარელით/დღე-ღამეში  3,15 მილიონ ბარელამდე წლის ბოლოსათვის და გავიდეს 2022 წლის მეორე ნახევარში 3,8 მილიონი ბარელის მაჩვენებელზე დღე-ღამეში. ”თუ ეს მოხდება, ირანი შეიძლება ...

Read More »

ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი: ისრაელი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნაფტალი ბენეტმა ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას შეცდომა უწოდა. ბენეტმა აღნიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლება ოფიციალურ თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს. „ირანულ მხარესთან ბირთვული შეთანხმების განახლება შეცდომაა. ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას“, – განაცხადა ბენეტმა.

Read More »
თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

ირანის შემდეგი პრეზიდენტი ქვეყნის ბირთვულ კურსს არ შეცვლის

ირანის მთავრობის სპიკერს განცხადებით, ირანის შემდეგი პრეზიდენტი ბირთვულ მოლაპარაკებებში ქვეყნის კურსს არ შეცვლის. ირანის პოლიტიკა ბირთვული შეთანხმების მიმართ და მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განახლდეს დიპლომატიური პროცესი, გაგრძელდება პრეზიდენტ ჰასან რუჰანის თანამდებობის დატოვების შემდეგ, იმისდა მიუხედავად, ვინ გახდება მთავრობის ახალი მეთაური. “2015 წლის შეთანხმების სხვა მონაწილეებთან, მათ შორის აშშ-სთან ურთიერთობის პოლიტიკა შეიქმნა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მიერ და მას ...

Read More »

ნეთანიაჰუ: ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის ჩაშლას აირჩევს, თუნდაც ეს ამერიკასთან ურთიერთობების დაძაბულობის ხარჯზე მოხდეს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხე, რომლის წინაშე ისრაელი დგას, ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობაა. ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსხურის „მოსადის“ ახალი დირექტორის წარდგენის ცერემონიაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციების ჩატარებას განაგრძობს. „ჩემს მეგობარს ჯო ბაიდენს ამას 40 წლის განმავლობაში ვეუბნებოდი და ახლაც ვეტყვი: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ირანმა ბირთვული შეიარაღება არ მიიღოს. იმედია, ეს ...

Read More »
თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

ირანს ნავთობის მოპოვების სამჯერ გაზრდა შეუძლია

ირანი მზადაა გაზარდოს ნავთობის მოპოვება თითქმის სამჯერ 6,5 მილიონ ბარელამდე/დღეში. სააგენტოს შანას ინფორმაციით, ისლამური რესპუბლიკის ნავთობის მინისტრის ბიჟან ნამდარ ზანგანეს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს”. მისი თქმით, თეირანს ადვილად შეუძლია მიაღწიოს წარმოების ამ მოცულობებს, მაგრამ “არსებობს ძალები, რომლებსაც ეს არ სურთ”. ზანგანემ აღნიშნა, რომ ირანის ნავთობმომპოვებელი სიმძლავრეების ზრდა “გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ ძალას”. ბლუმბერგის ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანია ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ბირთვული ენერგიის სააგენტოს მონაცემებით, ირანში გამდიდრებული ურანის მოცულობა დაშვებულ ნორმას 16-ჯერ აღემატება

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვითაც, ირანში გამდიდრებული ურანის მარაგი 2015 წლის შეთანხმებით დაშვებულ ნორმას 16-ჯერ აღემატება. მოხსენების თანახმად, ამჟამად ირანში გამდიდრებული ურანის მოცულობა 3 241 კილოგრამია. სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ სააგენტოს არ მიაწოდა სრული მონაცემები ბირთვული ობიექტების შესახებ. გარდა ამისა, ირანმა უარი განაცხადა, ეპასუხა ყველა ტექნიკურ შეკითხვაზე, მათ შორის გამდიდრებული ურანის წარმომავლობასთან დაკავშირებით. გროსის ...

Read More »