სანქციების მოხსნის შემთხვევაში ირანი შეიძლება გახდეს მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ზრდის მთავარი მამოძრავებელი, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ივნისის თვის პროგნოზზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
სააგენტოს გათვლებით, თუ ირანის ბირთვული შეთანხმება უახლოეს კვირებში განახლდება, ირანს შეეძლება ნავთობის მოპოვების გაზრდა 750 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 3,15 მილიონ ბარელამდე წლის ბოლოსათვის და გავიდეს 2022 წლის მეორე ნახევარში 3,8 მილიონი ბარელის მაჩვენებელზე დღე-ღამეში.
”თუ ეს მოხდება, ირანი შეიძლება გახდეს მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ზრდის უდიდესი წყარო 2022 წელს”, – აღნიშნა IEA-მა.
აპრილიდან ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანული ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ. მაისის ბოლოს დაიწყო მეხუთე რაუნდი, რომელიც სავარაუდოდ გადამწყვეტი იქნება.