თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

ირანს ნავთობის მოპოვების სამჯერ გაზრდა შეუძლია

ირანი მზადაა გაზარდოს ნავთობის მოპოვება თითქმის სამჯერ 6,5 მილიონ ბარელამდე/დღეში. სააგენტოს შანას ინფორმაციით, ისლამური რესპუბლიკის ნავთობის მინისტრის ბიჟან ნამდარ ზანგანეს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს”.

მისი თქმით, თეირანს ადვილად შეუძლია მიაღწიოს წარმოების ამ მოცულობებს, მაგრამ “არსებობს ძალები, რომლებსაც ეს არ სურთ”. ზანგანემ აღნიშნა, რომ ირანის ნავთობმომპოვებელი სიმძლავრეების ზრდა “გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ ძალას”.

ბლუმბერგის ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანია National Iranian Oil Co. (NIOC) ამჟამად ახორციელებს საბადოების ტექნიკურ მომზადებას, რომლებიც შეჩერებულ იქნა აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დადების შემდეგ. სააგენტოს წყაროების თანახმად, ირანს შეეძლება ნავთობის მოპოვების სანქციამდე დონეზე დაბრუნება (4,5 მილიონი ბარელი/დღეში) სამი/ექვსი თვის განმავლობაში.

Leave a Reply