Tag Archives: #ნავთობი

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 112 აშშ დოლარს უახლოვდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 9,6 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 111,90 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

SOCAR-ის ტოპ მენეჯმენტში ცვლილებაა

ლევან გიორგაძემ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ დატოვა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, SOCAR -ის ქართულ შვილობილს ნოდარ ყანჩაველი უხელმძღვანელებს. ნოდარ ყანჩაველი „სოკარის“ გუნდს 2014 წლიდან შეუერთდა. 2019 წლიდან „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ საოპერაციო დირექტორი იყო.

Read More »
The Washington Post - აი, როგორ შეიძლება გაიაფებულმა ნავთობმა მსოფლიო უფრო მშვიდობისმოყვარე და თანამშრომლობისთვის განწყობილი გახადოს

IEA-მა მიიღო გადაწყვეტილება რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობის გამოთავისუფლებაზე

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA)  მინისტრებმა სამშაბათს გამართულ რიგგარეშე შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიული მარაგებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობის გამოშვებასთან დაკავშირებით, ნათქვამია IEA-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში. ”სიტუაცია ენერგეტიკულ ბაზრებზე არის ძალიან სერიოზული და მოითხოვს ჩვენს სრულ ყურადღებას. გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, რაც მსოფლიო ეკონომიკას რისკის ქვეშ აყენებს აღდგენის მყიფე ეტაპზე.  მადლობელი ვარ იმისათვის, რომ IEA-ის წევრმა ქვეყნებმა წარადგინეს საწყისი 60 მილიონი ...

Read More »
ნავთობის გაიაფებამ ExxonMobil-ს მოგება 17–წლიან მინიმუმამდე შეუმცირა

რუსეთში მუშაობას ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-იც წყვეტს

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის და სანქციების გამო, რუსეთში მუშაობას წყვეტს მსოფლიოს კიდევ ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია, ამერიკული ExxonMobil-ი. კომპანიამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელი ხალხის სწრაფვას, დაიცვას საკუთარი თავისუფლება და თავად განსაზღვროს მომავალი. ExxonMobil-ი გმობს რუსეთის სამხედრო მოქმედებებს, რაც არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს უქმნის მის ხალხს. კომპანია აცხადებს, რომ მხარს უჭერს მტკიცე საერთაშორისო რეაქციას და ასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვალდებულებებს. შეგახსენებთ, ...

Read More »

ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ პირველად $110-ს გადააჭარბა

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ნავთობზე ფასები სწრაფად იზრდება. Brent-ს მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსულმა ფასმა 4.4%-იანი ზრდის შემდეგ $110-ს გადააჭარბა, $108-ზე მეტი ღირს ამერიკული მსუბუქი ნავთობიც. ორივე შემთხვევაში ფასები 8 წლიან რეკორდზეა. საცალო ფასი პლატსით განისაზღვრება რომელიც თავის მხრივ ნედლი ნავთობის ღირებულებაზეა დამოკიდებული. ბოლო დღეებში საწვავი საქართველოშიც გაძვირდა. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ყველაზე იაფი რეგულარის ტიპის ბენზინი 3.14-3.22 ლარი ღირს, პრემიუმი 3.23-3.33 ლარი, ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს: ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა  – 0,04-0,06 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ფინეთში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 28 თებერვლის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,25 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – ...

Read More »

რა უნდა ვიცოდეთ დასავლეთის და რუსული გაზის შესახებ

მოსკოვის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, რუსეთსა და დასავლეთს შორის გეოპოლიტიკური ნაპრალი დრამატულად – შესაძლოა შეუქცევადად – გაღრმავდა. მაგრამ ერთი საკითხი მათ ჯერ კიდევ აკავშირებს, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის, ეს ენერგომატარებლებია. რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირის მთავარი გაზის მიმწოდებელი იყო. 2021 წლის პირველი კვარტალისთვის, ევროკავშირში იმპოერტირებული ბუნებრივი გაზის თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდიოდა. ჩრდილოეთის ნაკადი 2 „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის 11 მილიარდი ...

Read More »

დღეიდან “OPEC+”-ის ქვეყნებს ნავთობის მოპოვების 400 ათასი ბარელით გაზრდის უფლება აქვთ

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, “OPEC+”-ის ქვეყნებს 1 მარტიდან შეუძლიათ ნავთობის მოპოვება კიდევ 400 ათასი ბარელით გაზარდონ დღეში, როგორც ეს 2021 წლის ივლისის გადაწყვეტილებით არის დაგეგმილი. კოალიციის მინისტრები იკრიბებიან ყოველთვიურად, რათა ეს გადაწყვეტილება მოარგონ საბაზრო პირობებს. თუმცა შეთანხმება ჯერ არასოდეს შეცვლილა – მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მომხმარებლებმა, კერძოდ ჩინეთმა, ინდოეთმა და შეერთებულმა შტატებმა, ფასის ძლიერი ზრდის გამო “OPEC +”-ს მიწოდების კიდევ ...

Read More »

რუსეთში ნავთობისა და გაზის შესყიდვები არ მოხდება! უკრაინის შსს-ს მინისტრის მოადგილე

უკრაინის შსს მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსლში, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს: „ვლადიმერ ზელენსკის ევროსაბჭოში გამოსვლის შემდეგ, პუტინის რეჟიმი სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში იქნება!რუსეთში ნავთობისა და გაზის შესყიდვები არ მოხდება!დაე, პუტინი ამოიხრჩოს მათში!არ მოხდება ტექნიკისა და სამხედრო აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯო მასალების მიწოდება!ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა აეკრძალა ომის დასრულებამდე ან და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე!“

Read More »
Georgia Oil & Gas -ის ჭაბურღილები კონსერვაციის რეჟიმში რჩება

აშშ და IEA-ს წევრები 70 მილიონ ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებენ მარაგებიდან

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, აშშ-სა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) წევრ ქვეყნებს შეუძლიათ 70 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფა თავიანთი სტრატეგიული მარაგებიდან, იტყობინება Wall Street Journal, ევროპისა და სპარსეთის ყურის  სახელმწიფოების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ამ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მოხდეს ორშაბათს. ამასთან, აშშ სავარაუდოდ გამოათავისუფლებს 40 მილიონ ბარელს. შეერთებულმა შტატებმა უკვე აცნობა “OPEC+”-ს თავისი განზრახვის შესახებ, გამოიყენოს ნავთობი მარაგებიდან, ...

Read More »