ნავთობის გაიაფებამ ExxonMobil-ს მოგება 17–წლიან მინიმუმამდე შეუმცირა

რუსეთში მუშაობას ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-იც წყვეტს

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის და სანქციების გამო, რუსეთში მუშაობას წყვეტს მსოფლიოს კიდევ ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია, ამერიკული ExxonMobil-ი. კომპანიამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელი ხალხის სწრაფვას, დაიცვას საკუთარი თავისუფლება და თავად განსაზღვროს მომავალი.

ExxonMobil-ი გმობს რუსეთის სამხედრო მოქმედებებს, რაც არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს უქმნის მის ხალხს. კომპანია აცხადებს, რომ მხარს უჭერს მტკიცე საერთაშორისო რეაქციას და ასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვალდებულებებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთში მუშაობა შეწყვიტა ორმა უმსხვილესმა ენერგოკომპანიამ, BP-მ и Shell-მა.

Leave a Reply