ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ პირველად $110-ს გადააჭარბა

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ნავთობზე ფასები სწრაფად იზრდება. Brent-ს მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსულმა ფასმა 4.4%-იანი ზრდის შემდეგ $110-ს გადააჭარბა, $108-ზე მეტი ღირს ამერიკული მსუბუქი ნავთობიც. ორივე შემთხვევაში ფასები 8 წლიან რეკორდზეა.

საცალო ფასი პლატსით განისაზღვრება რომელიც თავის მხრივ ნედლი ნავთობის ღირებულებაზეა დამოკიდებული. ბოლო დღეებში საწვავი საქართველოშიც გაძვირდა. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ყველაზე იაფი რეგულარის ტიპის ბენზინი 3.14-3.22 ლარი ღირს, პრემიუმი 3.23-3.33 ლარი, სუპერი 3.31-3.39 ლარი დიზელის ფასი 3.09-დან იწყება და 3.29 ლარამდე ადის. თუ ნედლი ნავთობის ფაის ზრდასთან ერთად ლარის ბოლო დროინდელ გაუფასურებასაც გავითვალისწინებთ უახლოეს მომავალი საკმაოდ პესიმისტურია. ბოლოს როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი $110 ღირდა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.78-ს შეადგენდა, ახლა 3.22-ს უდრის.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს – IEA-ს წევრები ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნაზე შეთანხმდნენ, საუბარია 60 მლნ ბარელზე, რაც მდგომარეობას კარდინალურად ვერ შეცვლის. მეორე და უკეთესი გამოსავალი ირანისთვის სანქციების მოხსნაა, რაც ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

წყარო: “კომერსანტი”

 

Leave a Reply