Tag Archives: #ენერგეტიკა

შვედური კომპანია ხის ელემენტების შექმნაზე მუშაობს

შვედური კომპანია „ლიგნა ენერჯი“ ხის ელემენტებისა და ბატარეების შექმნაზე მუშაობს. პროდუქტი არა ხისგან, არამედ ლიგნინისგან მზადდება. ლიგნინი ხეში არსებული წებოვანი მასაა, რომელიც ხის სტრუქტურას კრავს. კომპანია „Ligna Energy-ის“ აღმასრულებელი დირექტორი პიტერ რინგსტადი ამბობს, რომ გაფხვიერებული ლინინგისგან იქმნება ფენა, რომელიც ძალიან თხელი რკინისა და პლასტმასის ფოლგაზე გადააქვთ. ასეთ ელემენტებს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ზოგს ლითიუმის ელემენტები არ მოსწონს, რადგან ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

ენერგეტიკის სფეროში საკადრო ცვლილებებზე საუბრობენ

მთავრობა ენერგეტიკის დარგში, სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებებს იწყებს. პირველი შეიძლება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) აღმოჩნდეს. ამის შესახებ ,,კომერსანტს“ კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ, კონფიდენციურობის პირობის დაცვით აცნობა. წყარო ირწმუნება, რომ გუშინ, 15 თებერვალს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორს უჩა უჩანეიშვილს გადადგომის შესახებ მთავრობიდან აცნობეს, თუმცა ინფორმაციას კომპანიაში არ ადასტურებენ. ,,გენერალური დირექტორი დღეს ოფიციალურად  სამსახურში იმყოფება. არ ვფლობთ არანაირ ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ არც ახლა ...

Read More »

დავითაშვილი: გვექნება კიდევ ბევრი ენერგეტიკული პროექტი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის სხდომაზე განახლებადი ენერგიის არაერთი პროექტი გაიტანეს. მისივე თქმით, მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად ეკონომიკის სწრაფი განვითარება რჩება. „ჩვენი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი ზრდა და მეტი დასაქმება და მეტი სამუშაო ადგილი. დღეს მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ განახლებადი ენერგიის არაერთი პროექტი, როგორც ქარის ასევე ჰიდრო ენერგიის და მზის პროექტები. ამ პროექტებით ჯამურად განახლებადი ენერგიის სიმძლავრე იქნება 160 მეგავატი, რაც ...

Read More »

გერმანული მატარებლები 2040 წლისთვის დიზელის გამოყენებას შეწყვეტენ

2040 წლისთვის გერმანული მატარებლები სრულად შეწყვეტენ დიზელის გამოყენებას და გადავლენ ბიოსაწვავზე, როგორც წამყვან ალტერნატივაზე. 100%-იან ელექტროენერგიაზე გადასვლასთან ერთად, 2040 წლისთვის დიზელის ეტაპობრივი ლიკვიდაციაც  ქვეყნის ეკოლოგიური გეგმის შემადგენელი ნაწილია. სარკინიგზო ოპერატორის, Deutsche Bahn-ის განცხადებით, დიზელის 3.000-მდე სატრანსპორტო საშუალება, მიმდინარე წლიდან ეტაპობრივად ალტერნატიულ საწვავზე მუშაობას დაიწყებს. რაც შეეხება ახალ მანქანებს, ფირმის განცხადებით, სამომავლოდ, მხოლოდ წყალბადსა ან ბატარეაზე მომუშავე ძრავების შეძენა იგეგმება. აღსანიშნავია, ...

Read More »

რუსეთის ცენტრალური ბანკი და მთავრობა ერთმანეთს კრიპტოს გამო უპირისპირდებიან

რუსეთის მთავრობა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად კრიპტოვალუტების ნაწილობრივ დაშვებას ცდილობს. პარალელურად, ქვეყნის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტები შესაძლოა უკანონო საქმიანობისთვის იყოს გამოყენებული. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა წერილში, რომელიც 2 თებერვალს პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინს მისწერა, აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია ამჟამად ნაცრისფერ ეკონომიკაში მიმდინარე ოპერაციებს აღმოფხვრის და მთავრობას ინდუსტრიის კონტროლში დაეხმარება. მოგვიანებით მთავრობამ გამოაქვეყნა მონახაზი, თუ როგორ უნდა მოხდეს ბაზრის რეგულირება, ...

Read More »

E-SPACE ელექტროენერგიის კილოვატებით გაყიდვის უფლებას ითხოვს

ელექტრომობილების დასამუხტი აპარატების ქსელის მფლობელი E-Space ელექტროენერგიის კილოვატებით გაყიდვის უფლებას ითხოვს. კომპანია ამჟამად ელექტრონერგიას წუთობრივად ყიდის, რაც მომხმარებლებში გაურკვევლობას იწვევს. „ვაკუუმია კანონმდებლობაში. ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ელექტროენერგიის კოლოვატებით გაყიდვა და წუთობრივად ვყიდით, რაც შეფერხებაა ჩვენთვის. მომხმარებელმა იცის მისი ავტომობილის ბატარეას რამდენი კილოვატი  ელექტროენერგია სჭირდება, მაგრამ ჩვენ მას წუთობრივად ვუკეთებთ ანგარიშსწორებას, რაც დაბნეულობას და გაურკვევლობას იწვევს. გვსურს, სახელმწიფომ მოგვცეს შესაძლებლობა კილოვატებით ...

Read More »
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

„რეალურად, აფხაზეთს ახლა დენი არ ჰყოფნის და შეზღუდვებია, ღამე 3 საათი უთიშავენ ელექტროენერგიას, დღისით – 2 საათი“

რეალურად, აფხაზეთს ახლა დენი არ ჰყოფნის და შეზღუდვებია – ასე ეხმაურება „ენგურჰესის“ დირექტორი ლევან მებონია „ჩერნომორენერგოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც დე ფაქტო უწყება „რესპუბლიკაში“ ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზებს განმარტავს. „ჩერნომორენერგოში“ განმარტავენ, რომ დღეს ენგური დაცლილია და აფხაზეთს არასაკმარისი დენი მიეწოდება. ლევან მებონია აცხადებს, რომ წყალსაცავი მართლაც ჩამონადენზე მუშაობს, თუმცა ეს ყოველი წლის ამ დროს ასეა. „გასულ წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს ...

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

სინგაპურის სუფთა ენერგიის დილემა პატარა ქვეყნებისთვის გაფრთხილებაა

სინგაპურის სურვილი, გადავიდეს ენერგიის განახლებად წყაროებზე, ეწინააღმდეგება მის გეოგრაფიულ შეზღუდვებს. ქვეყანას არ აქვს საკმარისი სივრცე დიდი მზის დანადგარებისთვის, არ აქვს დიდი მდინარეები ჰიდროელექტროსადგურებისთვის და მცირე ნიავი, რომელიც ტროპიკულ ქალაქ-სახელმწიფოს ახასიათებს, არ არის საკმარისი ქარის ტურბინებისთვის. ამან აიძულა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფინანსური და სატრანსპორტო ცენტრი, დაეყრდნოს იმპორტს წიაღისეული საწვავებისგან თავის დასაღწევად. ეს არის საერთო სტრატეგია პატარა ქვეყნებისთვის – ჰონგ-კონგი, მონაკო და ბაჰრეინი ...

Read More »

ენერგოომბუდსმენი: „თელმიკოსა“ და „თელასში“ შესულმა სპეციალურმა ჯგუფმა აქტიური მუშაობა დაიწყო, მომხმარებლებთან იკვლევენ რას შეიძლება გამოეწვია გაზრდილი ხარჯი

ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, „თელმიკოსა“ და „თელასში“ შესულმა სპეციალურმა ჯგუფმა აქტიური მუშაობა დაიწყო, მომხმარებლებთან იკვლევენ რას შეიძლება გამოეწვია გაზრდილი ხარჯი. მისი თქმით, სამუშაო კვირა ნაყოფიერი იყო. „კომისიამ მუშაობა დაიწყო. ეს იყო პირველი სამუშაო კვირა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რაც შემდეგ აქტიურ მუშაობაზე გადავიდა. უწყვეტი ინფორმაცია მაქვს კომისიიდან, რომ მათ ძალიან ბევრი დოკუმენტი შეამოწმეს, სასურველი ინფორმაცია მიიღეს, რომელიც აუცილებელია შემოწმებისთვის. კომპანია ხელს ...

Read More »

SOCAR-ის პრეზიდენტი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა

როვნაგ აბდულაევი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას SOCAR-ს ტოვებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა SOCAR -ის პრეზიდენტის როვგან აბდულაევის გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა. კომპანიის სათავეში 17 წლიანი მმართველობის შემდეგ აბდულაევი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა. SOCAR-ის პრეზიდენტის მოვალეობას როვშან ნაჯაფი შეასრულებს. ის უკვე დაინიშნა პირველ ვიცე-პრეზიდენტად. ამ დრომდე SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. როვგან აბდუალევი 2005 წლიდან იკავებდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ...

Read More »