ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის სხდომაზე განახლებადი ენერგიის არაერთი პროექტი გაიტანეს. მისივე თქმით, მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად ეკონომიკის სწრაფი განვითარება რჩება.
„ჩვენი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი ზრდა და მეტი დასაქმება და მეტი სამუშაო ადგილი. დღეს მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ განახლებადი ენერგიის არაერთი პროექტი, როგორც ქარის ასევე ჰიდრო ენერგიის და მზის პროექტები. ამ პროექტებით ჯამურად განახლებადი ენერგიის სიმძლავრე იქნება 160 მეგავატი, რაც დაახლოებით 200 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია. გვექნება კიდევ ბევრი ენერგეტიკული პროექტი, რათა ეკონომიკის განვითარებაში ამ სექტორმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს“,- განაცხადა დავითაშვილმა.