Tag Archives: #იაპონია

იაპონური სადაზღვევო კომპანიები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში LNG-ის გადამზიდავებისთვის სადაზღვევო პრემიებს ზრდიან

იაპონური სადაზღვევო კომპანიები გეგმავენ გაზარდონ სადაზღვევო პრემიები LNG-ის გადამზიდავებისთვის რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, დაახლოებით 80%-ით. ამის შესახებ წერს Nikkei. ასეთი ღონისძიება იქნება პასუხი უცხოური გადაზღვევის ფირმების ქმედებებზე, რომლებიც ზრდიან განაკვეთებს გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე. სატრანსპორტო კომპანიები ასევე დაიწყებენ ტვირთების ტარიფების გაზრდას, რამაც შესაძლოა გაზის ფასებზე ზეწოლა მოახდინოს, წერს Nikkei-მ. წყარო: bfm.ge

Read More »

აშშ-მა იაპონიას რუსული ნავთობის ყიდვის უფლება მისცა

იაპონია მაისის შემდეგ პირველად განახორციელებს რუსული ნავთობის იმპორტს. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ ნავთობისა და გაზის იმპორტი რუსეთიდან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. შესაძლო დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება იმპორტიორებს საწვავის მარაგის შევსებისკენ მოუწოდებს. გემების გადაადგილების სათვალთვალო სისტემის მონაცემების თანახმად, „Sakhalin2″-ზე ნავთობით დატვირთული ტანკერი „Aframax” ახლა  იაპონიაში მიემართება. ამ მიწოდების მომხმარებელია იაპონური კომპანია Taiyo Oil. ტვირთი კიკუმესა და ნამიკატას ტერმინალებზე განიტვირთება. ეს ...

Read More »

იაპონია უკრაინას გენერატორებს და მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურებს გადასცემს

გადაუდებელი დახმარების ფარგლებში იაპონია უკრაინას გენერატორებს და მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურებს გადასცემს. საუბარია 2,5 მილიონ დოლარზე მეტ თანხაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. იაპონიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო გააგრძელოს გადაუდებელი საგრანტო დახმარება დაახლოებით 2,57 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. იაპონიის ხელისუფლება უკრაინას დახმარებას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მეშვეობით განახორციელებს, საუბარია უკრაინის გენერატორებით და მზის ნათურებით უზრუნველყოფაზე. „რუსეთის ...

Read More »

იაპონური კომპანია Mitsui შეინარჩუნებს წილს Sakhalin-2-ში

იაპონური კომპანია Mitsui დათანხმდა რუსულ მხარეს Sakhalin-2-ში ნავთობისა და გაზის პროექტში წილის შენარჩუნებაზე, ნათქვამია იაპონური კომპანიის ვებგვერდზე ოთხშაბათს, 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრესრელიზში. ფაქტობრივ ნაციონალიზაციამდე და პროექტის ოპერატორის შეცვლამდე Mitsui-ის წილი 12,5 პროცენტს შეადგენდა. დარჩება თუ არა ეს მოცულობა, კომპანიას არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან, ასევე განიხილავენ შემდგომ ქმედებებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის იაპონიის მთავრობასთან ...

Read More »

“ფუკუსიმის” აეს-ის მახლობლად მდებარე ქალაქის მოსახლეობას შინ დაბრუნების ნება დართეს

იაპონიის ქალაქმა ფუტაბემ, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ატომური ელექტროსადგური „ფუკუსიმა-1“, სადაც 2011 წელს ბირთვული კატასტროფა მოხდა, გააუქმა მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ბრძანება. ახლა მათ შინ დაბრუნება შეუძლიათ. მაგრამ უმრავლესობამ გადაწყვიტა, არ დაბრუნდეს. „ფუკუსიმაში“ ავარიამდე ფუტაბეში შვიდი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად ქალაქი აჩრდილადაა ქცეული. შარშანდელი გამოკითხვის თანახმად, ფუტაბეში დაბრუნება სურს მოსახლეობის მხოლოდ 11%-ს. ოფიციალური მონაცემებით, ქალაქის ტერიტორიის 80%-ზე მეტზე ჯერაც ფიქსირდება რადიაციის ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

საწვავის ფასის მკვეთრი ზრდის გამო, ელექტროენერგიის მისაღებად, იაპონია უმოქმედო ბირთვულ სადგურებს აამუშავებს

იაპონია, რომელმაც 2011 წლიდან უარი თქვა ატომურ ენერგიაზე, სადგურებს აღადგენს და ელექტროენერგიას კვლავ ამ გზით გამოიმუშავებს, – ამის შესახებ CNN-ი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. ფუმიო კიშიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოფიციალურ პირებს კონკრეტული ზომების მიღება წლის ბოლომდე დაავალა. ქვეყანაში უმოქმედო ატომური სადგურების განახლებასა და ახალი თაობის რეაქტორების გამოყენებას გეგმავენ. ენერგიის მიღების განახლებული მეთოდის გამოყენება მსოფლიოში საწვავის ფასის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. როგორც CNN-ი წერს, ატომურ სადგურებზე უარის თქმის ...

Read More »

ტოკიო ზომებს იღებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სახალინ 2-ის ენერგოპროექტი სხვა უწყებას გადასცა

იაპონიის მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა და თქვა, რომ ქვეყნის “ენერგეტიკული ინტერესები დაცული უნდა იყოს”. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ნავთობისა და გაზის მრავალი მილიარდის ღირებულების პროექტების – სახალინ-2-ის, მართვის ბერკეტი სხვა რუსულ კომპანიას გადასცა. დადგენილების თანახმად, რუსული გაზპრომი პროექტებში თავის წილს შეინარჩუნებს (გაზპრომი პროექტების 50%-ს ოპერირებს), მაგრამ სხვა აქციონერებმა რუსეთის მთავრობას ახალ ფირმაში წილისთვის ერთი თვის ვადაში უნდა მიმართონ. ამის შემდეგ კი, კრემლი თავად ...

Read More »

ტოკიოს საფონდო ბირჟაზე ნავთობის ფასმა 2008 წლის ივლისის შემდეგ მაქსიმუმს პირველად მიაღწია

ნავთობის ფიუჩერსების ფასმა ტოკიოს სასაქონლო ბირჟაზე მაქსიმუმს თითქმის 14 წლის განმავლობაში პირველად მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს. ორშაბათს დილით, ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ფასმა ტოკიოს სასაქონლო ბირჟაზე 86000 იენს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის ივლისის შემდეგ. ენერგიის მაღალი ფასები ენერგომომარაგების სისტემაზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს. ორშაბათს დილით იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მოიწვევა მთავრობის სხდომა ...

Read More »

იაპონიაში რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და ქვანახშირზე ემბარგო დაწესდება

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა კვირას ონლაინშეხვედრა გამართეს. ისინი მზად არიან,  რომ  სრულად აიკრძალოს ან ეტაპობრივად შეწყდეს რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი წევრ ქვეყნებში. იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ამბობს, რომ მათ მსოფლიოს უნდა დაანახონ  დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ერთიანობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მისი თქმით, იაპონიაში აიკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა იაპონიისთვის, რომელიც დამოკიდებულია ენერგორესურსების იმპორტზე. თუმცა იაპონიის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ...

Read More »

იაპონია რუსეთს უახლოეს მომავალში ნავთობზე ემბარგოს არ დაუწესებს

იაპონია რუსეთს უახლოეს მომავალში ნავთობზე ემბარგოს არ დაუწესებს – ქვეყანას ენერგორესურსები შეზღუდული აქვს, ამიტომ მას გაუჭირდება დაუყოვნებლივ მიჰბაძოს ევროკავშირის მაგალითს. ამის შესახებ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კოორდინირება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ შეზღუდონ ენერგორესურსების იმპორტი რუსეთიდან. მინისტრმა დასძინა, რომ იაპონია მზადაა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები G7-ის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინადადების შემდეგ. ...

Read More »