ნავთობის ფიუჩერსების ფასმა ტოკიოს სასაქონლო ბირჟაზე მაქსიმუმს თითქმის 14 წლის განმავლობაში პირველად მიაღწია.
ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.
ორშაბათს დილით, ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ფასმა ტოკიოს სასაქონლო ბირჟაზე 86000 იენს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის ივლისის შემდეგ.
ენერგიის მაღალი ფასები ენერგომომარაგების სისტემაზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს. ორშაბათს დილით იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მოიწვევა მთავრობის სხდომა აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად. ეს იქნება მინისტრთა კაბინეტის პირველი შეხვედრა ხსენებულ თემაზე ხუთი წლის მანძილზე.