იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

საწვავის ფასის მკვეთრი ზრდის გამო, ელექტროენერგიის მისაღებად, იაპონია უმოქმედო ბირთვულ სადგურებს აამუშავებს

იაპონია, რომელმაც 2011 წლიდან უარი თქვა ატომურ ენერგიაზე, სადგურებს აღადგენს და ელექტროენერგიას კვლავ ამ გზით გამოიმუშავებს, – ამის შესახებ CNN-ი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ფუმიო კიშიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოფიციალურ პირებს კონკრეტული ზომების მიღება წლის ბოლომდე დაავალა.

ქვეყანაში უმოქმედო ატომური სადგურების განახლებასა და ახალი თაობის რეაქტორების გამოყენებას გეგმავენ. ენერგიის მიღების განახლებული მეთოდის გამოყენება მსოფლიოში საწვავის ფასის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.

როგორც CNN-ი წერს, ატომურ სადგურებზე უარის თქმის შემდეგ, იაპონიას, ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გაზრდილი რაოდენობით ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტი უწევდა.

Leave a Reply