Tag Archives: გაზსადენი

SOCAR-მა წლის დასაწყისიდან საქართველოს 320 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოაწოდა

2020 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა 10-წლის განმავლობაში მინიმალური ნავთობი გაატარა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა შემცირებულია. COVID-19-ის კრიზისის გამო ნავთობზე მოთხოვნის შემცირების შედეგად, მილსადენის დატვირთვა ათწლიან მინიმუმამდე შემცირდა და მისი მეშვეობით 2020 წელს სულ 27.6 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადაზიდვა მოხდა, რაც წინა წელთან შედარებით 11.5%-ით ნაკლებია. BP-ის მიერ ოპერირებად მილსადენს მაქსიმალური დატვირთვა 2010 წელს ნავთობის პიკური ფასების პერიოდში ჰქონდა, როდესაც საქართველოს გავლით თურქეთს 38.4 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი მიეწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

მაგისტრალური გაზსადენების დაზიანებულ უბნებზე კაპიტალური სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, USAID-ის დახმარებით „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ შექმნილმა სპეციალურმა სამსახურმა გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია უკვე განახორციელა. ამჟამად მიმდინარეობს ჯვრის მონასტერთან ახლოს გამავალი ყაზახ-საგურამოს 1000მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის მეწყერულ ზონაში გამავალი მონაკვეთის გადალაგების სამუშაოები, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება. დღეისათვის წარმატებით დასრულდა ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის, შირის ხევის მონაკვეთის ანტიეროზიული სამუშაოები; „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის სტაბილური ...

Read More »
TANAP-ის მშენებლობამ იმპულსი მისცა სხვა ენერგოპროექტების განხორციელებას

TANAP-ის მშენებლობამ იმპულსი მისცა სხვა ენერგოპროექტების განხორციელებას

‪‎ტრანს_ანატოლიური‬ გაზსადენის (TANAP) მშენებლობამ მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა სხვა ენერგეტიკულ პროექტებს – ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბელათ ალბაირაკმა, ბაქოში, “სამხრეთის გაზის დერეფნის” მინისტერიალზე განაცხადა. მისი თქმით, TANAP-ის პროექტის განხორციელება დაჩქარებულია. მინისტრის თქმით, თურქეთი, როგორც ადრე, უზრუნველყოფს სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას TANAP-ის პროექტის რეალიზაციისთვის, რომელიც არის “სამხრეთის გაზის დერეფნის” ნაწილი. “სამხრეთის გაზის დერეფნის” საწყისი გამტარუნარიანობა 16 მლრდ ...

Read More »
საქართველოსა და გაზპრომის 12-წლიანი ურთიერთობის ისტორია

საქართველოსა და გაზპრომის 12-წლიანი ურთიერთობის ისტორია

ხელისუფლება გაზპრომთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს. როგორც ირკვევა, მოქმედ ხელშეკრულებას საქართველოსა და “გაზპრომს” შორის ხელი ჯერ კიდევ 2003 წელს მოეწერა. „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მოწინააღმდეგეების ქმედებებს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე არაჯანსაღ ეიფორიას უწოდებს და განმარტავს, რომ რუსულ ენერგოგიგანტთან შეხვედრები რეგულარულად იმართებოდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე მოქმედი ხელისუფლების პირობებში. ენერგეტიკის მინისტრმა 2003-2014 წლებში საქართველოს ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. კახი კალაძიოს თქმით, რომ ...

Read More »

დაიძრება თუ არა თურქული ნაკადი მკვდარი წერტილიდან?

თურქული ნაკადის გაზსადენის პროექტი თითქოს გაიყინა. მილსადენი განკუთვნილი იყო რუსული გაზის თურქეთში და შემდგომ ევროპაში ექსპორტისათვის. რუსული მხარის ხმამაღალი განცხადებები პირველი განშტოების მშენებლობის ივნისში დაწყების შესახებ ენერგეტიკული ბაზრის მკაცრ რეალობას შეეჯახა. რუსეთის მისწრაფება, დაიწყოს პროექტი, საკმარისი არ აღმოჩნდა. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ამას გარდა, მშენებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ოპერაცია გადაიდო. „გაზპრომმა“ დაარღვია კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, გააუქმა ტენდერები, შეცვალა სამუშაო გეგმები ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით, დაკარგა რა დრო და ფული. ...

Read More »
TANAP და „ბრძოლა რესურსებისთვის“

TANAP და „ბრძოლა რესურსებისთვის“

ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში დიდი იმედები მყარდება „სამხრეთის დერეფანზე“ და მის შემადგენელ „ტრანსანატოლიურ გაზსადენზე“ (შემოკლებით TANAP ). ბუნებრივი აირის იმპორტის დივერსიფიკაცია დასავლეთ ევროპის ქვეყნების დიდი ხნის ოცნებას წრმოადგენს, რადგან ევროპელები სწორედ ამაში ხედავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების პერსპექტივასა და დიპლომატიურ უპირატესობას. ჯერ კიდევ ორიათასიანი წლების დასაწყისში ევროპელებმა იმედით სავსე მზერა მიაპყრეს „ცისფერი საწვავის“ ალტერნეტიულ წყაროებს. თუმცა, ამ დრომდე, გაზსადენების პროექტების უმრავლესობა მხოლოდ ქაღლდზე ...

Read More »
ირანი ქართულ წყალს ნავთობსა და გაზში გაგვიცვლის?

ირანი ქართულ წყალს ნავთობსა და გაზში გაგვიცვლის?

ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოდან და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს. თეირანში ამბობენ, რომ მხარეებთან შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. სომხურ მედიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ირანელების იდეაა და ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საქართველოდან ირანში სასმელი წყლის შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მომხდარ აფეთქებას საქართველოს გაზმომარაგებაზე გავლენა არ აქვს

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მომხდარ აფეთქებას საქართველოს გაზმომარაგებაზე გავლენა არ აქვს

აფეთქებას, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზუმის გაზსადენზე მოხდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით  აღნიშნულ აფეთქებას საქართველოს გაზმომარაგებაზე გავლენა არ ექნება. “ეს მოხდა თურქეთის ტერიტორიაზე, ყარსის პროვინციაში და ჩვენს შემთხვევაში მილსადენის ოპერირებაზე გავლენა ნამდვილად არ აქვს. გარდა ამისა, ამ დღეების განმავლობაში თვითონ მილსადენი ცარიელიიყო, რადგან დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და შესაბამისად, ამ მომენტისთვის მილსადენი გაზმომარაგებას არ უზრუნველყოფდა. ასე რომ, არც ერთ ...

Read More »

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ტერიტორიაზე, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, საქართველოს გავლით გადის, აფეთქება მოხდა. აფეთქების გამომწვევ მიზეზები ჯერ არ გამხდარა ცნობილი, თუმცა ამჟამად გაზის მიწოდება დროებით შეჩერებულია. თუმცა ექსპერტებისა და პოლიტოლოგების აზრით აღნიშნული აფეთქება ტერქატის კვალიფიკაციით შეფასდა. მათი მოსაზრებით გაზსადენის აფეთქება რუსულ ძალებს უკავშირდება და მიზანი არის ის, რომ რუსეთმა თავისი ძალების დემონსტრაცია მოახდინოს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილი განცხადებით ...

Read More »
თურქეთში გაზსადენი ააფეთქეს

თურქეთში გაზსადენი ააფეთქეს

თურქეთში, ირანის საზღვრის სიახლოვეს გაზსადენი ააფეთქეს. ტერორისტული აქტი აგრის პროვინციაში ირანის საზღვრიდან 15 კილომეტრში მოხდა. „გაზსადენის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რომელიც მალევე ლიკვიდირებული იყო. მილის შეკეთების შემდეგ გაზის მიწოდება აღდგება“, – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ტანერ ილდიზმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიღებულია ყველა ზომა ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებრივი აირით სხვა წყაროებიდან უზრუნველსაყოფად. სააგანეტო Anadolu-ს ცნობით, ამ დღეეებში ასევე თავდასხმა ...

Read More »