აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ტერიტორიაზე, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, საქართველოს გავლით გადის, აფეთქება მოხდა.
აფეთქების გამომწვევ მიზეზები ჯერ არ გამხდარა ცნობილი, თუმცა ამჟამად გაზის მიწოდება დროებით შეჩერებულია. თუმცა ექსპერტებისა და პოლიტოლოგების აზრით აღნიშნული აფეთქება ტერქატის კვალიფიკაციით შეფასდა. მათი მოსაზრებით გაზსადენის აფეთქება რუსულ ძალებს უკავშირდება და მიზანი არის ის, რომ რუსეთმა თავისი ძალების დემონსტრაცია მოახდინოს.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილი განცხადებით აღნიშნულ აფეთქება საქართველოს გაზმომარაგებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
“ეს მოხდა თურქეთის ტერიტორიაზე, ყარსის პროვინციაში და ჩვენს შემთხვევაში მილსადენის ოპერირებაზე გავლენა ნამდვილად არ აქვს. გარდა ამისა, ამ დღეების განმავლობაში თვითონ მილსადენი ცარიელიიყო, რადგან დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და შესაბამისად, ამ მომენტისთვის მილსადენი გაზმომარაგებას არ უზრუნველყოფდა. ასე რომ, არც ერთ ნაწილში ჩვენ ეს საფრთხეს რა გვიქმნის”, – განაცხადა ვალიშვილმა.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ბაქო-თბილისი ერზრუმის გაზსადენი, აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში გადის.