ტრანს_ანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობამ მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა სხვა ენერგეტიკულ პროექტებს – ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბელათ ალბაირაკმა, ბაქოში, “სამხრეთის გაზის დერეფნის” მინისტერიალზე განაცხადა.
მისი თქმით, TANAP-ის პროექტის განხორციელება დაჩქარებულია.
მინისტრის თქმით, თურქეთი, როგორც ადრე, უზრუნველყოფს სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას TANAP-ის პროექტის რეალიზაციისთვის, რომელიც არის “სამხრეთის გაზის დერეფნის” ნაწილი.
“სამხრეთის გაზის დერეფნის” საწყისი გამტარუნარიანობა 16 მლრდ კუბ.მ იქნება. აქედან, 6 მლრდ კუბ.მ გაზი დარჩება თურქეთში, ხოლო 10 მლრდ კუბ.მ გაზს მიიღებს ევროპა.
პირველ ეტაპზე, პროექტის ძირითად წყაროდ შაჰ_დენიზის საბადოში წარმოებული გაზი განიხილება, ხოლო შემდეგ ეტაპზე შესაძლებელია სხვა წყაროების დაკავშირებაც.
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: აზერბაიჯანული გაზის საბადო „შაჰ-დენიზის“ დამუშავების მეორე ფაზა, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაფართოება, ტრან_ანატოლიური (TANAP) და ტრანს_ადრიატიკული (TAP) გაზსადენების მშენებლობა, რომელთა მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი თურქეთსა და ევროპას მიეწოდება.
წყარო: “ენერგოპლატფორმა”