ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ორგანიზებით, ევროკომისიის TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16-17 მარტს, ჩატარდა სემინარი თემაზე: „ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის მექანიზმების მართვა”. პროექტის მიზანია რეფორმის პროცესში ევროპული გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე ევროპელმა ექსპერტებმა წარადგინეს პრეზენტაციები საკითხებზე: განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის პოლიტიკა და მხარდაჭერის სქემები. სემინარში ესკოსთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლებმა.
Read More »