“ესკომ” 2021 წლის ივლისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები გამოაქვეყნა

2021 წლის ივლისის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 229 685 932,24 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 19% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 25 610 934,6 ლარი შეადგინა.

◼ – პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

◼ – საბალანსო ელექტროენერგია

ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11,1504150 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი – 1.857 თეთრი.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 95.3% იყო, ქარის ელექტროსადგურის – 2.8%, თბოელექტროსადგურების – 1.7%, ხოლო იმპორტის – 0.2%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

◼ – ჰიდროელექტროსადგური

◼ – ქარის ელექტროსადგური

◼ – თბოელექტროსადგური

◼ – იმპორტი

2021 წლის ივლისის თვეში, ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა ძირითადად განახორციელეს პირდაპირმა მომხმარებლებმა, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, 59.42% შეადგინა. აგრეთვე, ივლისის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 12.34% შეადგინა. ამასთანავე, ივლისის თვეში, განაწილების ლიცენზიატების მიერ, განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა, რომლის წილმაც 27.62% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

◼ – პირდაპირი მომხმარებელი

◼ – სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

◼ – სსე (ტრანზიტის დანაკარგების უზრუნველსაყოფად)

◼ – განაწილების ლიცენზიატი (განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

ივლისის თვეში, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 2 592 670,00 ლარი.

Leave a Reply