Tag Archives: #ერაყი

გერმანია და ერაყი გაზის შესაძლო მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით ერაყთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც შოლცთან ერთად ერაყის პრემიერმინისტრიც ესწრებოდა, გერმანიის კანცლერმა თქვა: “ჩვენ მოვილაპარაკეთ გერმანიისთვის გაზის შესაძლო მიწოდებაზე და შევთანხმდით, რომ ახლო კონტაქტი შევინარჩუნოთ”. შოლცს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის გაზის მიწოდებას განიხილავენ მხარეები. გერმანია, რომელიც გაზის 55%-ს რუსეთიდან იმპორტის საშუალებით იღებდა, ახალი ალტერნატივების მოძიებას ცდილობს, რათა ექსპორტიორებზე ნაკლებად ...

Read More »

„ნავთობისა და გაზის გარეშე არ დარჩებით“: ერაყი მზადა მიაწოდოს იტალიას „რაც მას სჭირდება“

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შია ალ-სუდანიმ თავის იტალიელ კოლეგას, ჯორჯა მელონს მოუწოდა, დაამყაროს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში. ამის შესახებ ერაყის საინფორმაციო სააგენტო INA იტყობინება. მელონი, ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკის ხელმძღვანელი, თავის პირველ მოგზაურობას ევროპის ფარგლებს გარეთ აკეთებს. ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებების დროს განაცხადა: „ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, წყალმომარაგებისა და ჯანდაცვის ...

Read More »

საუდის არაბეთი და ერაყი ევროპას უფრო მეტ ნედლ ნავთობს აწვდიან

საუდის არაბეთი და ერაყი ნედლი ნავთობის სულ უფრო მეტ მოცულობას აგზავნიან ევროპისკენ, რაც რუსული რესურსის გარეშე დარჩენილი კონტინენტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დეფიციტის დაძლევაში ეხმარება. Bloomberg-ი გემების მოძრაობას დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ ივლისის პირველ სამ კვირაში მილსადენით, შუა აღმოსავლეთიდან ეგვიპტის გავლით, ევროპაში დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი გავიდა. გასულ წელთან შედარებით, ეს გაორმაგებული რიცხვია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ბევრმა ევროპულმა კომპანიამ არჩია ...

Read More »
სავალუტო ფონდი ერაყს 5,4 მილიარდს გამოუყოფს

რუსეთი ერაყს აზიის სანავთობო ბაზრიდან აძევებს

რუსეთის ენერგორესურსებზე დიდი ფასდაკლებების გამო, აზიელმა იმპორტიორებმა დაიწყეს რუსეთისთვის უპირატესობის მინიჭება, რითაც შეასუსტეს ერაყის საბაზრო პოზიცია. ერაყის ნავთობის ძირითადი მყიდველები ტრადიციულად ჩინეთი და ინდოეთი იყვნენ, რომლებმაც გაზარდეს რესურსის მიწოდებები რუსეთიდან, Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიოთა კავშირი”. Bloomberg-ის ინფორმაციით, დღეისათვის ერაყი განიხილავს იმპორტიორებთან ფასდაკლებებს, რათა მოხდეს ერაყული რესურსების მიმზიდველობის გაზრდა. ერაყის მიერ საბაზრო პოზიციების დაკარგვის კიდევ ერთ ფაქტორად განიხილება ქვეყნის მიერ ...

Read More »

ერაყმა ნავთობიდან რეკორდული რაოდენობის შემოსავალი მიიღო

ერაყის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 93,27%-ით გაიზარდა და $11,44 მილიარდს მიაღწია. ამის შესახებ SHAFAQ News-ი, ერაყის სახელმწიფო ნავთობკომპანია Somo-ზე დაყრდნობით წერს. კომპანიის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის მაისში, ერაყმა დღეში 2,9 მილიონი ბარელი გაჰქონდა, ხოლო წელს ექსპორტის მოცულობა 13,83%-ით გაიზარდა და 3,3 მლნ ბარელი/დღეში შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ბარელი ნავთობის საშუალო ღირებულება 65,84 დოლარიდან 111,79 დოლარამდე გაიზარდა. ...

Read More »

ერაყი მის ნავთობის საბადოებზე ჩინეთის მზარდი კონტროლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გასულ წელს ერაყის ნავთობის სამინისტრომ სამი პერსპექტიული გარიგება ჩაშალა, რომლებიც ქვეყნის ნავთობის საბადოებზე ჩინეთის კონტროლის გაზრდასთან ერთად, ქვეყნიდან ნავთობის საერთაშორისო მწარმოებლების გასვლას გამოიწვევდა. ერაყის ნავთობის სამინისტროს ოფიციალური პირებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებით, 2021 წლის დასაწყისიდან, რუსეთის Lukoil-ისა და აშშ-ის Exxon Mobil-ის გეგმა ჩინეთის სახელმწიფო ფირმებისთვის აქციების მიყიდვასთან დაკავშირებით, ერაყის ნავთობის სამინისტროს ჩარევის შემდგომ შეჩერდა. ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებისთვის წილების მიყიდვა BP-ის ...

Read More »

ერაყი და ფრანგული Total Energies $27 მილიარდიან ენერგეტიკულ პროექტს განახორციელებენ

5 სექტემბერს ბაღდადში ფრანგულ გაზისა და ნავთობის კომპანია Total–სა და ერაყის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, Total–ი სამხრეთ ერაყში ოთხ გიგანტურ ენერგეტიკულ პროექტში $27 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტი საწყის ეტაპზე $10 მილიარდის ინვესტიციას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ საინჟინრო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ Total–ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ პიუიანმა ხელმოწერის ცერემონიალზე განაცხადა. ერაყის ნავთობის მინისტრ იჰსან აბდულ ჯაბარის განცხადებით, პირველი ...

Read More »

ირანი ერაყისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას წყვეტს

ენერგოდეფიციტის გამო ირანი დროებით აჩერებს ელექტროენერგიის ექსპორტს ერაყში, განაცხადა ირანის ენერგოდისტრიბუციის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მოზატაფა რაჯაბი მაშადმა. ”ჩვენი ქვეყნის საჭიროებები გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ შევწყვიტეთ ელექტროენერგიის ექსპორტი ერაყში” – აღნიშნა მან. გარდა ამისა, მაშჰადის სიტყვებით, მცირდება ექსპორტი ავღანეთშიც: დღეს ჩვენ ექსპორტზე 13 მეგავატი ელექტროენერგია გავაგზავნათ, ამ დროს, გასულ კვირის მაჩვენებელი 100 მეგავატი იყო. აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე დასძინა, რომ 2020 ...

Read More »

ერაყიდან ნავთობის ექსპორტი ორი თვეა 2,9 მლნ ბარელს შეადგენს

ერაყმა 2021 წლის ივნისის თვეში ექსპორტზე გაუშვა 2.892 მილიონი ბარელი ნავთობი დღე-ღამეში, ქვეყნის ნავთობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ერთი თვით ადრე ნავთობის ყოველდღიურმა გატარებამ შეადგინა 2,899 მილიონი ბარელი/დღეში. მანამდე ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ნავთობის ექსპორტი შეადგენდა საშუალოდ 2,95 მლნ ბარელს/დღე-ღამეში. 2020 წლის დეკემბერში ერაყმა გაატარა 2.85 მილიონი ბარელი/დღეში. სულ ივნისის თვეში განხორციელდა 86,77 მილიონი ბარელი ნავთობის ...

Read More »

ერაყის ნავთობის გაყიდვების ძირითადი ბაზარი ჩინეთია

2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ერაყმა მიიღო 33 მილიარდი დოლარი, ამასთან ჩინეთი აღმოჩნდა გაყიდვების ძირითადი ბაზარი. ქურთისტანის სააგენტო Rudaw-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებული მონაცემები კვირას გამოაქვეყნა ერაყის სახელმწიფო ორგანიზაციამ ნავთობის მარკეტინგთან დაკავშირებით (SOMO). SOMO-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე ალი ნიზარ ფაკის განცხადებით, “ერაყის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ნედლი ნავთობის გაყიდვებმა სამხრეთ ბასრას ტერმინალიდან, ასევე კირკუკის ჩრდილოეთ ტერმინალიდან, ...

Read More »