ენერგოდეფიციტის გამო ირანი დროებით აჩერებს ელექტროენერგიის ექსპორტს ერაყში, განაცხადა ირანის ენერგოდისტრიბუციის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მოზატაფა რაჯაბი მაშადმა.
”ჩვენი ქვეყნის საჭიროებები გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ შევწყვიტეთ ელექტროენერგიის ექსპორტი ერაყში” – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მაშჰადის სიტყვებით, მცირდება ექსპორტი ავღანეთშიც: დღეს ჩვენ ექსპორტზე 13 მეგავატი ელექტროენერგია გავაგზავნათ, ამ დროს, გასულ კვირის მაჩვენებელი 100 მეგავატი იყო.
აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე დასძინა, რომ 2020 წელს ქვეყანამ დაახლოებით 2 ათასი მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. წელს, შიდა მოთხოვნის გაზრდის გამო, ექსპორტი 150 მეგავატამდე შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ ირანში ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით მიმდინარე ზაფხულს სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა, როდესაც დეფიციტის გამო, მთელ ქვეყანაში დაიწყო ელექტროენერგიის რეგულარული გამორთვა.
ნინო სამადაშვილი