გერმანია და ერაყი გაზის შესაძლო მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით ერაყთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც შოლცთან ერთად ერაყის პრემიერმინისტრიც ესწრებოდა, გერმანიის კანცლერმა თქვა:

“ჩვენ მოვილაპარაკეთ გერმანიისთვის გაზის შესაძლო მიწოდებაზე და შევთანხმდით, რომ ახლო კონტაქტი შევინარჩუნოთ”.

შოლცს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის გაზის მიწოდებას განიხილავენ მხარეები.

გერმანია, რომელიც გაზის 55%-ს რუსეთიდან იმპორტის საშუალებით იღებდა, ახალი ალტერნატივების მოძიებას ცდილობს, რათა ექსპორტიორებზე ნაკლებად დამოკიდებული იყოს. იგი პარალელურად აშშ-სთან და კატართან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.

წყარო: tabula.ge

 

Leave a Reply