ერაყის ნავთობის გაყიდვების ძირითადი ბაზარი ჩინეთია

2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ერაყმა მიიღო 33 მილიარდი დოლარი, ამასთან ჩინეთი აღმოჩნდა გაყიდვების ძირითადი ბაზარი. ქურთისტანის სააგენტო Rudaw-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებული მონაცემები კვირას გამოაქვეყნა ერაყის სახელმწიფო ორგანიზაციამ ნავთობის მარკეტინგთან დაკავშირებით (SOMO).

SOMO-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე ალი ნიზარ ფაკის განცხადებით, “ერაყის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ნედლი ნავთობის გაყიდვებმა სამხრეთ ბასრას ტერმინალიდან, ასევე კირკუკის ჩრდილოეთ ტერმინალიდან, რომლის ექსპორტიც განხორციელდა Oil Marketing Company-ის მიერ თურქეთის პორტი ჯეიჰანის გავლით, მიაღწია 33 მილიარდ დოლარს, ხოლო საშუალო ყოველთვიური მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ 500 მილიონ დოლარს”.

ერაყის ქურთისტანიდან ნავთობის ექსპორტმა შეადგინა 4.8 მილიარდი დდოლარი. ერაყის ნავთობის ნომერი პირველი ბაზარი არის ჩინეთი, შემდეგ ინდოეთი. დღეისათვის OPEC–მა შეამსუბუქა შეზღუდვები ერაყისთვის ნავთობის მოპოვებასა და გაყიდვაში.

Leave a Reply