Tag Archives: #კრიპტოვალუტა

რუსეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის  მთავრობამ და ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გასულ თვეს რუსეთის ბანკი, ფინანსური არასტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის სუვერენიტეტის მიზეზით, ბიტკოინის მაინინგისა და სხვა სახის კრიპტოოპერაციების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. ამჟამად, რუსეთის მთავრობა ცენტრალურ ბანკთან ერთად კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც კრიპტოს არა ციფრულ ფინანსურ აქტივად, არამედ „ვალუტის ანალოგად“ განიხილავს. არსებული ინფორმაციით, კანონპროექტი 18 თებერვლიდან შევა ძალაში. საინფორმაციო ...

Read More »

ყაზახეთში, მაინერებს, არსებული გადასახადები რამდენიმეჯერადად გაეზრდებათ

ინფორმაციას, კრიპპტოვალუტების მწარმოებელთათვის გადასახადების სიდიდის რამდენიმეჯერადი მატების შესახებ ყაზახური პორტალები აქვეყნებენ. „არ შეიძლება წავუყრუოთ ციფრული მაინინგის როლს. კრიპტოვალუტების წარმოების სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი მინიმალურია. მასობრივი სამუშაო ადგილები არ იქმნება, პროდუქცია, როგორც ასეთი, საერთოდ არ არის. ამავდროულად, ეს სფერო მოიხმარს ელექტროენერგიას, როგორც რამდენიმე ოლქი და, თანაც, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მაინერი აშკარად სარგებლობს ტარიფებით, რომლებიც მოსახლეობისთვის დაწესებულიზე უფრო დაბალია. არ იხდიან გადასახადებს ბაჟს და გადასახადს ...

Read More »

ბიტკოინის ფასი $42,956-მდე გაიზარდა

ბიტკოინის კურსი 3%-ით გაიზარდა და $42,956 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბიტკოინის ტექნიკურ ნიშნულზე მაღლა ზრდა ემთხვევა აშშ-ში სამუშაო ადგილების შესახებ მოსალოდნელზე უკეთეს ანგარიშს და Amazon.com-ის მიერ ძლიერი შემოსავლის გამოქვეყნებას. ბოლო თვეებში კრიპტოვალუტა რისკის შემცველ აქტივებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ S&P 500 პარასკევს ასევე გაიზარდა 0.5.%-ით, ხოლო Nasdaq 100 1.3%-ით. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 ...

Read More »

როგორ დაარეგულირებს სებ-ი კრიპტო ბაზარს – დეტალები

საქართველოში კრიპტო ბაზრის რეგულაციები კრიპტო ბირჟებსა და ე.წ. საფულეებზე გავრცელდება, მაინერებს კი არ შეეხება,- ამის შესახებ “ბიზნეს ფორმულას” ეთერში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კრიპტო ბაზრის რეგულირების კანონპროექტის ე.წ. დრაფტი უკვე არსებობს და ახალი რეგულაციები სავარაუდოდ, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე შევა ძალაში. „კონსულტაციები ამ პროექტის თაობაზე უკვე გვაქვს “საერთაშორისო სავალუტო ფონდთან”. დაახლოებით, ერთ თვეში შეგვეძლება საჯარო განხილვები დავიწყოთ ...

Read More »

ინდოეთი კრიპტო შემოსავალს 30%-ით დაბეგრავს

ინდოეთი ციფრული რუპიის გამოშვების პარალელურად კრიპტო ვალუტების დაბეგვრას გეგმავს. ქვეყანა ვირტუალური ფინანსური ინსტრუმენტებისკენ მიდრეკილ გლობალურ ტრენდს მიჰყვება. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, ნირმალა სითარამანის განცხადებით, ნებისმიერი ვირტუალური აქტივის ტრანსფერიდან მიღებული შემოსავალი 30%-ით დაიბეგრება. ნაბიჯი გამოწვეულია ინდოეთში ვირტუალური მონეტების მზარდი პოპულარობით. ცენტრალური ბანკის გაფრთხილებების შემდეგ, რომელიც ფულის გათეთრებას, ტერორიზმის დაფინანსებას და ფასების არასტაბილურობას ეხებოდა, ქვეყანა ასეთი ინვესტიციების რეგულირებას ერთი ნაბიჯით უახლოვდება. ფინანსთა მინისტრმა ...

Read More »

Visa უკვე 65 კრიპტოპლატფორმის პარტნიორია

დღევანდელი მდგომარეობით, გადახდების გიგანტი, Visa უკვე 65 კრიპტოპლატფორმისა და სავაჭრო ქსელის პარტნიორია. გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, ფისკალური წლის პირველ კვარტალში კრიპტოსთან დაკავშირებულმა ბარათით გადახდებმა 2.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს კი 2021 ფისკალური წლის საერთო გადახდების რაოდენობის 70%-ს წარმოადგენს. Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალ კელიმ აღნიშნული მოცემულობის შესახებ გასულ კვირას ისაუბრა. მისი განცხადებით, გადახდებში დღევანდელი ტენდენცია, მათ შორის კრიპტოგადახდების ტენდენციები, გადახდის ...

Read More »

ბიტკოინის ფასი მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ, კიდევ დაიკლებს

Fundstrat-ის ტექნიკური ანალიტიკოსის თქმით, დიდი შანსია, რომ ბიტკოინის ფასმა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ დაიწიოს. უმსხვილესი კრიპტოვალუტა ნოემბრის რეკორდული ფასიდან 50%-იანი შემცირების შემდეგ, ბოლო პერიოდში დასტაბილურდა. თუმცა, ფასების მოდელის მიხედვით, რომელსაც Fundstrat-ის ანალიტიკოსი მარკ ნიუტონი აკონტროლებს, დიდი ალბათობით, ბიტკოინისთვის კიდევ უფრო დაბალი ფასი გაზაფხულის თვეებში დაფიქსირდება. მან გააფრთხილა ტრეიდერები, რომ ახლა დაწინაურებაზე თამაშისთვის კარგი დრო არ არის. მისი თქმით, ტექნიკურ ...

Read More »

ინდოეთი საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს

ინდოეთის ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნას გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, გამოსაცდელ ფაზაში 2023 წლიდან გაეშვება. “ციფრული ვალუტის შექმნა ინდოეთის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება. CBDC-ის შემოღება ვალუტის მენეჯმენტის შედარებით ეფექტური სისტემების შექმნას გამოიწვევს”. – თქვა ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითარამანმა. ცენტრალურ ბანკს არ განუმარტავს, ზუსტად რომელ ტექნოლოგიას გამოიყენებს ციფრული რუპია და იქნება თუ არა ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული, თუმცა, სავარაუდოა, რომ ინდოეთმაც ...

Read More »

IMF: ელ-სალვადორმა ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად არ უნდა გამოიყენოს

რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ განაცხადა, რომ ელ-სალვადორმა ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად აღარ უნდა გამოიყენოს, რადგან ამგვარი მიდგომა ქვეყნის ფინანსურ და საბაზრო მდგრადობას, ფინანსურ სტაბილურობასა და მომხმარებელთა დაცვას საფრთხის წინაშე აყენებს. ამასთანავე, Bloomberg-ის ინფორმაციით, თუ ელ-სალვადორი ამ რეკომენდაციას არ შეასრულებს, IMF-ისაგან სესხის მიღება ქვეყნისთვის საკმაოდ რთული გახდება. ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ელ-სალვადორს IMF-ისაგან სესხის ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტის დარეგულირებას გეგმავს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას თქმით, სებ-ი კრიპტოვალუტის ბაზრის დარეგულირებას გეგმავს. რეგულაციები ფულის გათეთრების მიმართულებით დაწესდება, რაც, ძირითადად, სავაჭრო პლატფორმებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. “კრიპტოვალუტის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი მხრიდან ე.წ. AML [Anti-Money Laundering], ანუ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების დაწესება. რეალურად, დღეს მსოფლიოში ყველგან მიდის ამაზე მუშაობა, აშშ-მ უკვე გამოსცა გარკვეული რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს ამ ბაზრის დარეგულირება. ...

Read More »