Fundstrat-ის ტექნიკური ანალიტიკოსის თქმით, დიდი შანსია, რომ ბიტკოინის ფასმა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ დაიწიოს.
უმსხვილესი კრიპტოვალუტა ნოემბრის რეკორდული ფასიდან 50%-იანი შემცირების შემდეგ, ბოლო პერიოდში დასტაბილურდა. თუმცა, ფასების მოდელის მიხედვით, რომელსაც Fundstrat-ის ანალიტიკოსი მარკ ნიუტონი აკონტროლებს, დიდი ალბათობით, ბიტკოინისთვის კიდევ უფრო დაბალი ფასი გაზაფხულის თვეებში დაფიქსირდება.
მან გააფრთხილა ტრეიდერები, რომ ახლა დაწინაურებაზე თამაშისთვის კარგი დრო არ არის. მისი თქმით, ტექნიკურ დონეებს შორის, $40,000-ზე მაღალი ზრდა საყურადღებო იქნება, ბიტკოინის ფასის $35,511-მდე შემცირება კი $32,950-იან ტესტს გამოიწვევს.
ბიტკოინის ფასი ბოლო კვირების განმავლობაში, რისკიანი აქტივების მიმართ ინტერესის გლობალური ვარდნის ფონზე შემცირდა, რაც ფედერალური რეზერვის პოლიტიკის შესახებ შფოთებს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ ციფრული მონეტების ფასის ზრდა უფრო მეტად დაუკავშირდა ისეთ აქტივებს, როგორიცაა აქციები. ცვლილება კრიპტო სექტორში ტრადიციული ინვესტორების შედინებითაა გამოწვეული.
წყარო: “ბიზნესფორმულა”