ბიტკოინის ფასი $42,956-მდე გაიზარდა

ბიტკოინის კურსი 3%-ით გაიზარდა და $42,956 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.

ბიტკოინის ტექნიკურ ნიშნულზე მაღლა ზრდა ემთხვევა აშშ-ში სამუშაო ადგილების შესახებ მოსალოდნელზე უკეთეს ანგარიშს და Amazon.com-ის მიერ ძლიერი შემოსავლის გამოქვეყნებას. ბოლო თვეებში კრიპტოვალუტა რისკის შემცველ აქტივებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ S&P 500 პარასკევს ასევე გაიზარდა 0.5.%-ით, ხოლო Nasdaq 100 1.3%-ით.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Leave a Reply