Tag Archives: #გაზი

ევროკავშირი მზადაა შეასუსტოს ემისიების კონტროლი რათა შეავსოს გაზის დეფიციტი

ევროკავშირი მზადაა შეასუსტოს ემისიების კონტროლი, რათა დააკომპენსიროს რუსული გაზის უკმარისობით გამოწვეული ენერგიის სიმწირე. ამისთვის კი მზად არის უფრო მეტად „ბინძური“ ენერგეტიკული რესურსები აამოქმედოს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El País წერს. გაზეთის ინფორმაციით, რუსეთიდან საწვავის შეწყვეტის საფრთხემ შესაძლოა, სამრეწველო ემისიების და ნახშირორჟანგის გაფრქვევაზე კონტროლის შემსუბუქება გამოიწვიოს. ევროკომისიის გეგმა, რომელსაც ოთხშაბათს უყრიან კენჭს, ითვალისწინებს ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად გაზის ჩანაცვლებას საწვავის სხვა სახეობით, ...

Read More »

ოლაფ შოლცი: გერმანია გაზის მოწოდების საკითხში რუსეთს ვეღარ ენდობა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო მოვლენების გამო რუსეთი გერმანიისთვის გაზის სანდო მიმწოდებელი არ არის. პრესკონფერენციაზე შოლცმა თქვა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება არ იქნება იმაზე უსაფრთხო, ვიდრე ახლაა იმ პირობებში, როდესაც მოსკოვმა Nord Stream 1-ის სიმძლავრე 40%-მდე შეზღუდა. „ამიტომ ჩვენ სანდოობას ვანიჭებთ უპირატესობას“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ ...

Read More »

გაძლებს ევროპა რუსული გაზის გარეშე?

ევროპა მძიმე ზამთრისთვის ემზადება. რუსეთმა მას უკვე შეუმცირა ბუნებრივი აირის მიწოდება, ამას კი თან დაერთო მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებული დრამა. რუსეთმა ამ მარშრუტით გაზის ტრანსპორტირება 11 ივლისს, ათი დღით შეაჩერა და მიზეზად დაასახელა „ყოველწლიური გეგმური ტექნიკური მომსახურება“. ხუთშაბათს გაზის მიწოდება აღდგა, თუმცა ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთი გააგრძელებს ბუნებრივი აირის გამოყენებას მასზე ზეწოლის განსახორციელებლად. ეს კი პრობლემებს ბევრი სხვადასხვა კუთხით შექმნის. ...

Read More »

აზერბაიჯანული გაზით ჩეხეთიც დაინტერესდა

ჩეხეთი დაინტერესებულია გაზზე წვდომით ისეთი სანდო პარტნიორისგან, როგორიც აზერბაიჯანია. ABC.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანში ჩეხეთის ელჩმა მილან სედლაჩეკმა Trend-თან ინტერვიუში განაცხადა. „18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამავე დროს, ევროკომისია, ისევე როგორც ცალკეული ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპული ენერგეტიკული ...

Read More »

საუდის არაბეთის პრინცი ენერგეტიკისა და სამხედრო სფეროებში შეთანხმებების გასაფორმებლად საბერძნეთს ეწვევა

საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი 26 ივლისს საბერძნეთს ეწვევა და ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან გამართავს შეხვედრას. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება. ბინ სალმანის საბერძნეთში დაგეგმილი ვიზიტი იქნება პირველი ევროკავშირის ქვეყანაში, 2018 წელს, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეთა შორის უნდა გაფორმდეს ორმხრივი ხელშეკრულებები. ბერძნული დიპლომატიური წყაროს ცნობით, გარიგებები შეეხება ენერგეტიკის, სამხედრო და წყალქვეშა მონაცემთა ...

Read More »

ოლაფ შოლცი: გერმანიის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, მომხმარებლებისთვს გაზის საფასურის გაზრდამ შესაძლოა, ოთხსულიანი ოჯახის ხარჯები წელიწადში დაახლოებით 200-300 ევროთი გაზარდოს, ამიტომ გერმანიის მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს. ამის შესახებ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება. „რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ. ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ...

Read More »

რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში რუსული გაზის მიწოდების მაჩვენებელი ბოლო 4 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსეთი ევროპას დღე-ღამეში 400-500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 100 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ამასთან, ევროპა გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გაზის მიწოდების ახალ მარშრუტებს ეძებს. ევროპის ქვეყნები ცდილობენ, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა, რომელიც რუსული ენერგიის იმპორტის სრული შეწყვეტის შემთხვევაში ამოქმედდება. არსებული სიტუაციიდან ...

Read More »

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს დამატებითი გაზი სთხოვა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო მოსკოვს ოფიციალური ვიზით ეწვია. თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან საუბრისას სიარტომ უნგრეთისთვის დამატებითი გაზის საკითხი განიხილა. . უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი გაჩნდა და ბუდაპეშტმა ზამთრამდე გაზის მარაგების შევსება უნდა უზრუნველყოს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლებას სურს, რომ დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო ...

Read More »

თურქეთი ხმელთაშუა ზღვაში გაზის დაზვერვითი სამუშაოების განახლებას აგვისტოში აპირებს

აგვისტოდან თურქეთის ახალი საბურღი გემი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე გაზის საბადოებში დაზვერვით სამუშაოებს დაიწყებს, ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა. „აგვისტოს დასაწყისში საბურღი ხომალდი „აბულჰამიდ ხანი“ შეუდგება დაზვერვას,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ თურქეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას სამუშაო არეალში შესაძლო პროვოკაციის შემთხვევაში. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი ფატიჰ დომნეზის განცხადებით კი, გაზის მოპოვება მოხდება მხოლოდ თურქეთის ეკონომიკურ ზონაში. „აბდულჰამიდ ხანი“ ...

Read More »

“მომავალი ზამთრისთვის გაზის 40%-იანი მიწოდება საკმარისი არ არის – რუსეთი ძალიან დიდ ძალას იყენებს ევროპისა და გერმანიის დასაშანტაჟებლად”

ჩვენ ვერ დავეყრდნობით „გაზპრომის“ მიერ აღებულ ვალდებულებებს, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა. „მომავალი ზამთრისთვის გაზის 40%-იანი მიწოდება არ არის საკმარისი. რუსეთი ძალიან დიდ ძალას იყენებს ევროპისა და გერმანიის დასაშანტაჟებლად“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა. გერმანიის ვიცე-კანცლერისა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, გერმანია და ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გადაწყვეტს Nord Stream 1-ის გაზსადენის გათიშვას. ტექნიკური სამუშაოების დასრულების ...

Read More »