ევროკავშირი მზადაა შეასუსტოს ემისიების კონტროლი რათა შეავსოს გაზის დეფიციტი

ევროკავშირი მზადაა შეასუსტოს ემისიების კონტროლი, რათა დააკომპენსიროს რუსული გაზის უკმარისობით გამოწვეული ენერგიის სიმწირე. ამისთვის კი მზად არის უფრო მეტად „ბინძური“ ენერგეტიკული რესურსები აამოქმედოს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El País წერს.

გაზეთის ინფორმაციით, რუსეთიდან საწვავის შეწყვეტის საფრთხემ შესაძლოა, სამრეწველო ემისიების და ნახშირორჟანგის გაფრქვევაზე კონტროლის შემსუბუქება გამოიწვიოს.

ევროკომისიის გეგმა, რომელსაც ოთხშაბათს უყრიან კენჭს, ითვალისწინებს ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად გაზის ჩანაცვლებას საწვავის სხვა სახეობით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ძლიერ აბინძურებენ გარემოს. მასში აღნიშნულია, რომ ბრიუსელი მზადაა შეამსუბუქოს მოქმედი ეკოლოგიური მოთხოვნები იმისათვის, რომ მხარი აუბან ცვლილებებს ევროკავშირში.

ამასთან დაკავშირებით, გეგმაში მოცემულია სამოქმედო ნაბიჯებიც, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი აირის ეკონომიურ მოხმარებას. აქვე აღნიშნულია რომ აუცილებელია ყველა სხვა ალტერნატიული წყაროების გამოყენება მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი მაღალი ემისიებით გამორჩეული. ამასთან, დოკუმენტში არ არის გაწერილი კონკრეტული ვადები როდემდე შეიძლება ამ ტიპის ზომების მიღება შესაძლებელია გაურკვეველი ვადებით.

ევროკავშირის გეგმაში წერია, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების ფონზე ევროკავშირი უნდა მოემზადოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვისაც, რაც ნებისმიერ წუთს შეიძლება მოხდეს.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply