Tag Archives: #ელექტროენერგია

„თელმიკოს“ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ მოთხოვნათა დარღვევისათვის სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება დაეკისრა

სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ (თელმიკო) „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ მოთხოვნათა დარღვევისათვის სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება დაეკისრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაფრთხილების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის პერიოდის ცვლილების თაობაზე „თელმიკომ“ არ უზრუნველყო მომხმარებლის ოფიციალური ინფორმირება. მიმდინარე წლის თებერვალში, „თელმიკოს“ წინააღმდეგ განცხადებით სემეკს მიმართა მომხმარებელმა, რომელმაც საჩივარში მიუთითა, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის ცვლილების, ...

Read More »

შუახევი ჰესზე სტუდენტების სტაჟირება იწყება

კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” შუახევი ჰესზე სტაჟირების პროგრამას იწყებს. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს 20 სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, რომ კომპანიაში სტაჟირება გაიაროს. სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები გადაადგილდებიან სხვადასხვა ობიექტებზე: ელექტროსადგური, კაშხლები, წყალმიმღები, იმუშავებენ ელექტრომექანიკური განყოფილების ზედამხედველობის ქვეშ. სტუდენტები გაეცნობიან ელექტროენერგიის წარმოების სხვადასხვა ასპექტს, იმუშავებენ მაღალი ძაბვის ობიექტებზე, შეისწავლიან უსაფრთხოების საკითხებს, შეძლებენ თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. სტაჟირების ბოლოს გაიცემა შესაბამისი ...

Read More »

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდება. კვლევის მეშვეობით, დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კვლევაში ჩართულნი იქნებიან როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის სხვა დაინტერესებული მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკული კომპანიები. ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას საერთაშორისო ტენდერის გზით შერჩეული იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI განახორციელებს. კვლევითი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა 18 თვეს შეადგენს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

2022 წლის I კვარტალში მომხმარებელს წინა წლის I კვარტალთან შედარებით 12.8%-ით მეტი ელექტროენერგია მიეწოდა

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორმა” (ესკო) 2022 წლის I კვარტლის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემები გამოაქვეყნა. ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის I კვარტალში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავეს 2 მილიარდ 991 მილიონ 600 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის I კვარტალში გამომუშავებულს 38.4%-ით აღემატება. 2022 წლის I კვარტალში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 70.7%-ით (849.7 მლნ კვტ.სთ-დან 1450.7 მლნ კვტ.სთ-მდე) ...

Read More »

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 20 აპრილს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ფანასკეტრელი-ციციშვილის, შარტავას, გაგარინის, ჩერქეზიშვილის, იმედაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და ისაკაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 ...

Read More »

სუსი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებზე: გასცდა თვითორგანიზებულ პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებს ე.წ. რბილი ძალის გამოყენების მაგალითად მიიჩნევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და 2021 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს, 18 აპრილს გამოქვეყნდა. “დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას”, – ასე აფასებს სუსი საპროტესტო მოძრაობას.

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

ენერგოგარემოება 2022

ბოლო პერიოდის მოვლენებმა, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომმა, ფაქტობრივად, მსოფლიო მასშტაბით, ენერგეტიკაში სხვადასხვა ახალი გარემოება გამოკვეთა, რაც, შეიძლება ითქვას, სრულიად ახალ წყობას შეუწყობს ხელს ამ სექტორში. ფაქტობრივად, ევროპას იძულებით მოუწევს ნაბიჯების გადადგმა ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად. ზოგადად, თვალსაჩინო გახდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა. მაგალითად, გერმანია იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, KfW-სა და ნიდერლანდური კომპანია Gasunie-ს პარტნიორობით, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობას იწყებს, 8 მილიარდ კუბ.მ-მდე რეგაზიფიკაციის ...

Read More »
ჰიდროენერგეტიკის გამოწვევები და მისი განვითარების ისტორია

GREDA: საქართველოს ჰიდროენერგიას 50 მლრდ. კვტ.სთ-ის ათვისების პოტენციალი აქვს

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, ქვეყანას მხოლოდ ჰიდროენერგიის თვალსაზრისით 50 მილიარდი კილოვატ საათის ათვისების პოტენციალი აქვს, თუმცა დღეს მის მხოლოდ 20%-ს იყენებს. როგორც “ბიზნესპარტნიორთან” ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი, მატა გორდეზიანი განმარტავს, განახლებადი ენერგიების რესურსის სრულად ათვისების შემთხვევაში საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად იქცევა. “საქართველოს განახლებადი ენერგიების მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი აქვს. მხოლოდ ჰიდროენერგიის თვალსაზრისით, რომელიც ასევე ნულოვან დაბინძურებას გულისხმობს, 50 მილიარდი ...

Read More »

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 31,6%-ით გაიზარდა

საქართველოში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 31,6%-ით გაიზარდა. კერძოდ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, მარტში რუსეთიდან დენის იმპორტმა 323.858 მლნ კვტ/სთ შეადგინა, მაშინ როცა ამ მაჩვენებელმა თებერვალში – 221.488 მლნ კვტ/სთ, ხოლო იანვარში – 291.493 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მარტში რუსეთიდან იმპორტირებული 323.858 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიიდან 191.120 მლნ კვტ/სთ დენი აფხაზეთის უზრუნველყოფას მოხმარდა. ამასთან, გასულ თვეში საქართველოში დენის იმპორტი განხორციელდა ...

Read More »
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

სუსი: 2021 წელს კრემლი აქტიურად ცდილობდა ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას

„2021 წელს კრემლი აქტიურად ცდილობდა ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას. ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის სფეროში მსხვილი რუსული ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები“, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს რამდენჯერმე წამოიჭრა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური რუსების „პოლიტიკურ პროცესებში“ მონაწილეობის ...

Read More »