Tag Archives: #კრიპტოვალუტა

კრიპტოწარმოება საქართველოს ენერგოდეფიციტის 78%-ს შეადგენს

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. გამონაკლის 2020 წარმოადგენდა. დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც მზარდი ეკონომიკის გარდა ელექტროენერგიაზე დამატებით მოთხოვნას კრიპტომაინინგიც ქმნის. უფასო ან იაფი დენის ხარჯზე მაინინგისთვის მიმზიდეველ ადგილებად ოკუპირებული აფხაზეთი, სვანეთი, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლები და ბიტფური რჩება.  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მოცულობის კრიპტომაინინგს ბიტფური ახორციელებს. 2020 წელს ბიტფურის მოხმარებამ 132 მლნ კვტ/სთ შეადგინა, მთლიანი მოხმარების 1.1%, რაც ...

Read More »

ნორვეგიელი ნოვთობმილიარდერი ფსონს ბიტკოინზე აკეთებს

ნავთობმილიარდერი კელ ინგე როკი ბიტკოინზე დებს ფსონს. ნორვეგიელი მილიარდერი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა საუკეთესო დაცვა იქნება ფინანსური ინდუსტრიისა და ცენტრალური საბანკო სისტემის დესტრუქციის წინააღმდეგ. როკის Aker ASA, რომელიც ნავთობისა და ნავთობმომსახურების კომპანიებს აკონტროლებს, ბიტკოინის პოტენციალის გამოსაყენებლად ახალ ბიზნესს ქმნის. Seetee-ს სახელით ცნობილი ახალი კომპანია ბიტკოინში ინვესტიციებზე იქნება ორიენტირებული, ითანამშრომლებს ბიტკოინის წამყვან მოთამაშეებთან და უფრო ფართო ბლოკჩეინ საზოგადოებებთან. ასევე, დაიწყებს ბიტკოინის ვერიფიკაციის ოპერაციებს ...

Read More »

ბიტკოინის ფასმა $61 000-ს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა $60 000-ს პირველად გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ის $61 074 ღირს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ, რომლის ფასიც გასული წლის ბოლოს შემდეგ გასამმაგდა, წამყვანი კომპანიების მხარდაჭერა მოიპოვა, რაც მისი რეკორდულად გაძვირების მიზეზი გახდა. როგორც BBC წერს, ბიტკოინის ბაზრის საერთო მოცულობა უკვე $1 ტრილიონს აჭარბებს. შეგახსენებთ, თებერვალში ილონ მასკმა განაცხადა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ $1.5 მილიარდის ოდენობის ბიტკოინი შეიძინა. მისივე თქმით, ...

Read More »

როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია და პროგნოზების მიხედვით ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს, რატომ მოვიხმართ საქართველოში უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას, რომელსაც უცხოეთში ვყიდულობთ, თანაც საკმაოდ ძვირად და რატომ უძვირდება დენი მოსახლეობას? იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს, შეიძლება ელექტროენერგიის ...

Read More »

Kraken-ის CEO: ბიტკოინმა, შესაძლოა, $1 მილიონს მიაღწიოს

კრიპტო ბირჟის ლიდერის Kraken-ის აღმასრულებელი დირქტორი, ჯესი პაუელი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ღირებულება მომავალ ათ წელში $1 მილიონს მიაღწევს.  როგორც პაუელი ამბობს, ბიტკოინის მომხრეების მოლოდინით,  ციფრული მონეტა საბოლოოდ ყველა ძირითადი ვალუტას ჩაანაცვლებს. მისი თქმით, ბიტკოინმა, შესაძლოა, მომავალში დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების საბაზრო მოცულობასაც გადააჭარბოს. “დოლარი მხოლოდ 50 წლისაა და ის უკვე სისუსტის უკიდურეს ნიშნებს ავლენს. ვფიქრობ, მომავალში ხალხი ფასის დადგენას ...

Read More »

რა ელის ბიტკოინს?

ბიტკოინი ერთი წლის განმავლობაში მისი ყველაზე ცუდი კვირის შემდეგ დანაკარგებს კვლავ განიცდის. მისი გრძელვადიანი პერსპექტივა კი  გარემოსდაცვითი პრობლემების და მოსალოდნელი მკაცრი რეგულაციების გამო, შეიძლება კიდევ უფრო ცუდი აღმოჩნდეს. ბიტკოინის მოსაპოვებლად ენერგიის დიდი რაოდენობაა საჭირო. ამასთან, დიდია შანსი, რომ მთავრობები მეტ დაბრკოლებებს შექმნიან უმსხვილესი კრიპტოვალუტისთვის. ამ მიზეზების გამო, BCA Research-ის მიხედვით, დიდი შანსია, რომ ციფრულმა მონეტამ თავისი ღირებულების უდიდესი ნაწილი დროთა განმავლობაში დაკარგოს. ...

Read More »

მეცნიერები: Bitcoin-ის მოპოვება დედამიწაზე კლიმატს საფრთხეს შეუქმნის

კრიპტოვალუტის მაინინგს (მოპოვება) სულ უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება, რაც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის მოცულობას გაზრდის. ამის შესახებ Guardian მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს. Bitcoin-ის მოსაპოვებლად დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობა აჭარბებს რიგი ქვეყნების წლიურ მოთხოვნას, – აცხადებს ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის პროფესორი ბენჟამინ ჯონსი. „ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ ტერავატზე, რომელიც ბიტკოინების მიღებაზე იხარჯება“, – აცხადებს ექსპერტი. მკვლევარები მოუწოდებენ სახელმწიფოებს, კრიპტოვალუტის მაინინგზე რეგულაციები დააწესონ, იმისთვის, რომ შეამცირონ მავნე გამონაბოლქვის კვალი ატმოსფეროში. 26 თებერვალს Bitcoin-ის ღირებულება 12%-ით შემცირდა. 22 თებერვალს ...

Read More »

ბიტკოინის ფასი სწრაფი ტემპით ეცემა

ინტერნეტ პორტალი CoinDesk-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. 28 თებერვლის მდგომარეობით კრიპტოვალუტის ღირებულება 44 570 აშშ დოლარამდე შემცირდა.  გასულ დღეს ბიტკოინი 47 656 აშშ დოლარი ღირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მისი ღირებულება 6,14%-ით დაეცა.  მიმდინარე თვის დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს, 58 ათასს გადააჭარბა. ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და ...

Read More »

ბიტკოინი გუშინდელი გაუფასურების შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვლუტა ბიტკოინი გუშინდელი გაუფასურების შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. დღეის მდგომარეობით ვირტუალური ვალუტის ღირებულებამ 50,000 აშშ დოლარს კვლავ გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, ბიტკოინის ფასის ზრდა ჯეკ დორსის კომპანია Square-ის მიერ 170 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძინას უკავშირდება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიის ქმედება Twitter-ისა და Square-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობითაა განპირობებული. ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება ისევ იკლებს

ბიტკოინი კიდევ 17%-ით დაეცა და ნიუ-იორკში მცირე დროით $50,000 დოლარს ჩამოსცდა. ეს მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ელონ მასკმა, განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი ზედმეტად მაღალია. ედ მოია Oanda Corp-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს მასკმა,  ის ” მედიის დღის წესრიგზე დომინირებას მოახდენს” ამ თვეში ბიტკოინის ღირებულება რეკორდულად გაიზარდა, რაც ასევე მასკის კომენტარებით და Tesla-ს მსხვილი ...

Read More »