ბიტკოინის ღირებულება ისევ იკლებს

ბიტკოინი კიდევ 17%-ით დაეცა და ნიუ-იორკში მცირე დროით $50,000 დოლარს ჩამოსცდა. ეს მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ელონ მასკმა, განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი ზედმეტად მაღალია.

ედ მოია Oanda Corp-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს მასკმა,  ის ” მედიის დღის წესრიგზე დომინირებას მოახდენს”

ამ თვეში ბიტკოინის ღირებულება რეკორდულად გაიზარდა, რაც ასევე მასკის კომენტარებით და Tesla-ს მსხვილი ინვესტიციით იყო გამოწვეული.

ინსტიტუციური ინვესტორები იმასაც თვლიდნენ, რომ ბიტკოინი ოქროს და დოლარის მიმზიდველი ალტერნატივაა.

Leave a Reply